ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პროზა
22 სექტემბერი, 2009


შენ გულო კორვალოლი,მე არაყი

აჰა ოცი წვეთი კორვალოლი,დალიე და ნუ ხტუნაობ,შეირგე და ნუ მაწუხებ,შენს ნებაზე ნუ "გულაობ"შენ მაინც ნუღარ ამტკივდები მეგობარო,აჰა და დალიე ოცი წვეთი და თუ ვერ დამშვიდდები,ოცსაც დაგისხავ...არყის ჭიქასაც მოგიჭახუნებ,ბროლისას,ხმა რომ ქონდეს წკრიალა,როგორიც შენ ხარ...ბზინავ და ანათებ და მარტო მე ვიცი როგორი სხივმოსილიც ხარ.
დილით მაწყენინე,მერე მე ხომ ლოცვა წაგიკითხე,დამშვიდდი წამსვე,დაყუჩდი და მისმენდი...
დღის მეორე ნახევრამდე გეძინა,მერე რამაც შეგაშფოთა,ეგ ჩემი და შენი საიდუმლოა,ჰოდა შენ დაწყნარდი,მაგ საქმეს მე მივხედავ მეთქი გითხარი...შენ ნუ ჩაერევი მხოლოდ,შენ არ მიღალატო და ნახავ:დრო წაიღებს წასაღებს...
დღეს ორი ჭიქა არაყი შემარგე,-შევთანხმდით?აი ნახავ რა კარგად ვიქნებით ორივე...
კორვალოლს ხომ შეგპირდი...
კი ხშირად ვარღვევ პირობას,მაგრამ უნდა გამიგო,რისი მეგობარი ხარ აბა?!
აჰა ოცი წვეთი კორვალოლი და
დიდება უფალს!
რომ ფეთქავ მაინც!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები