ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2009


გ ა მ ი შ ვ ი

წასასვლელს ვეძებ,
სხეულო, გამიშვი...
იქნება, სულმა გადალახოს ხორცის საზღვრები...
მაგრამ მძიმე ვარ, ერთიანად,
მფარავს ცოდვები.
ნეტავ, თუ შევძლებთ, სულო ჩემო, გაქცევას, სადაც
სილაჟვარდეა,
მტრედებია გალაკტიონის...

ახლა მგონია,
რომ მე თავად გამოგიგონე,
თავად შეგამკე საუცხოო ნიშან-თვისებით...
ამიყოლია შიშისფერმა
ლანდმა ბავშვობის,
ეეჰ, სად წავიდე,
სული ბორგავს
ხორცის საკანში,
როგორ გავფრინდე...
სად გავფრინდე,
ვისთან მივფრინდე...

.................................................................................

ამაღამ მაინც დამესიზმრე, შენ, მამაჩემო,
ხორცს თუ დავეხსენ,
მაშინ შენთან გამოვფრინდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები