ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2009


მეგობარ პოეტს

წყურვილებს აცხრობ, როგორც სირაჯი,
და ლექსებს დარდით წევით აბოლებ,
გვერდზე ჩაგივლის ვიღაც ფინაჩი
და ირიბ მზერას გამოგაყოლებს.
თუ გაძალისდა დეკემბრის შლორი,
ხმელეთზეც ძალგიძს ცურვა გვერდული,
უამრავ სათქმელ-უთქმელთა შორის
არა გაქვს ბოღმა, არც საყვედური.
ტორტმანებს ზღვა და ზღვისფერი გადევს,
ნაპირზე ბოლთავ, როგორც ოიკლე,
მას შემდეგ ტკივილს არაფრად აგდებ,
რაც დასერილი გული მოგიკლეს.
გსტუმრობს და სტუმრობ ფოფინა მუზებს,
იმედის სტრიქონს არ უსვამ წერტილს,
რადგან არწივი არ იჭერს ბუზებს,
გეყოფა ფრთების მოქნევა ერთი...

წყურვილებს აცხრობ, როგორც სირაჯი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები