ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2009


* * *(ქუჩები პირღია ცის ცრემლით სველია)

ქუჩები, რომლებშიც
უცხო ხარ ყველასთვის,
საღამოს პირღია ცის
ცრემლით სველია...
ჩურჩულით ინახავ
ნატვრას და სინანულს
და გულში სიტყვები
კანკალით რჩებიან.

სუფთაა ქალაქი,
დადიხარ სადაც და -
კვლავ ნატრობ ძველ უბნებს,
მტვრიანს და შენიანს...
სიცივემ  შესუდრა
უცხოთა ეს მხარე...
ქუჩები პირღია ცის
ცრემლით სველია.

ლიკა ოხანაშვილი
24.09.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები