 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: იუმორისტული 26 სექტემბერი, 2009 |
- რავა ჩემდა ჭირად დეიკარგა აი თხა. სა, სიკდილშია ნეტაი? სა ვეძებო?.. დამჩა რამე დუნიაზე?.. სულ არ მინდა აი რძე, მარა, კაცი კაცს ხომ უნდა გამოადგეს? - ბჭობდა საკუთარ თავთან ოთიკო და ტასოს თხის ძებნაში ღობე -ყორეს ედებოდა. ძველ სამჭედლოსთან, ბათიე აბდალას მოჰკრა თვალი, თავის განუყრელი ხურჯინი, მხარზე რომ გადაეკიდა, ურმის თვალზე ჩამომჯდარიყო და გაბრაზებული იმზირებოდა. - რაია ბათიე, ვერ მოგივედი რაცხა თვალში, თუ რაია რომ იბღვირები? ბათიემ ხმა არ გასცა ოთიკოს და ქშენა-ქშენით შეისწორა მხარზე ხურჯინი. - მემდური თუ?.. ტასიკოს თხა არ გინახავს?.. ამოიდგი ახლა ენა და დადე აი ხურჯინი, გაგძვრა სიქა, ვერ გრძნობ?! - ნამდური არ ვარ მარა, გამწყვიტა კესარიემ წელში... მე მკითხავთან მივალ, რაფერაა თენგოიე ფრონტზე, მაი უნდა გევიგოო. წაი ჩემთან, ნალიაში ტომრით სიმინდია, წეიღე წისქვილში, დააღერღინე და რომ მოხვალ, ცხელ ჭადს გაჭუმო. - მეიხსენი მერე ეხლა, ხომ ზიხარ? რას აკვლიებ თავს? მოი მოგეხმარო. - დიდუ რაა აგი?! ქვები ხომ არ გიყრია შით?! - შესძახა ოთიკომ მეტისმეტად რომ ემძიმა ხურჯინი. ჩაიხედა შიგ და -დედა, რაა, ეს?! მართლა ქვებია?!! - რა მექნა? აი ტომარა რომ ჩავდე ცალმხარეს, დაქაჩა ხურჯინი, ვერ ვწიკე, მივარდებოდა მხრიდან. ნალიასთან ქე იყო ქვები. ჩავყარე მორეში და გავაშუავე. წავიღე წისქვილში და მომაქვს ახლა უკან. - შენ თლათ გააბდლდი ბათიე? რად გინდოდა ქვა? ვერ გაყავი სიმინდი შვაზე? გადაყარე ახლა მაი ქვები და ქფილი გავანაწილოთ ორთავეში. - აი თავიდან მომეფიქრებინა, კაი იყო და... ახლა რაღა დროსია... აქ რაფერ დავტოვო კესარიეს ქვები? იქნებ ჭირია რამეში და მომპარაო ვათქმიო? - შენ ქვები გადაყარე, გავფერთხოთ ხურჯინი და არ გეტყვის აფერს, გიჩივი მე! - გაგახარებს ღმერთი ოთოიე, აბა ვიზამ ასე თვარა, გავწყდი წელში... რაიო? რა მითხარი წაღან? ტასიკოს თხაიო? ..გუშღამ ვნახე მგონია? - როის იყო მერე გუშღამ ბათიე? შარშან? - მაი არ მახსოვს მარა, ტასიკოს რომ მიყავდა საცხა, ბაწარჩამბული მაი კი ვნახე... გალაქტიონას სიკვდილის წერილი რომ მოვიდა, იმ დღეს იყო, მგონია... - სამი თვის ამბავს ჩივი ბათიე?.. კაი, წავედი მე და ის თხა თუ ნახე, მიუყვანე ტასიკოს. მზე ჩასვლის პირას იყო მისული, ოთიკო ტასოს ჭიშკარს რომ მიადგა. - არ მოსულა ხომ?! გადავაბრუნე ქვეყანა, ვიკითხე ყველგან, არაა არსად. - ვერ ნახე ხო ბებია? დავღუპულვარ აბა?! ერთი მაი იყო ოჯახში შემომტანი და რა ვქნა ახლა? სა ეძებე ბებია, მაინც? - გადავაბრუნე ყოლიფერიო, არ გითხარი?! -გაწყრა ოთიკო. - კაი შემოი ბებია, რა შორიდან მელაპარიკები. ვინაა ის რომ მოდის ოთიე? კესარიეა თუ? - თითქმის ჩასული მზე მოიჩრდილა ტასომ და ისე გახედა ეზოსკენ მომავალ ქალს. - კი. - კესარია! სა მიხვალ ცა? მოი აქ ელანძე! - ანიკოსთან შევიარ და მოვალთ მერე, იმფერი ამბები უნდა გითხრა, გადირევი ქალი! - ნენა, რაის ამბები უნდა მითხრას ნეტაი? გაუკვირდა ტასოს. - ვალია მკითხავი რომაა ჩამოსული, იმასთან იყო დღეს და ის ეტყოდა რაცხას. - დაასკვნა ოთიკომ. - უყურე შენ? ისე, კი აქებენ ქალები ვალიეს, ყოლიფერს ამბობს თურმე და მაგის დოუნახავი, არაა დუნიაზე არაფერიო. - კაი, წავალ აბა მე სახლში და ხვალ მოვძებნი კიდევ. - სა მიხვალ ბებია? ბებიაშენმა კი იცის აქ რომ ხარ. მოი, ლობიე მაქ, რედისკა, ჭადს გავახაზირებ ერთ წამას და ვივახშმოთ მე და შენ ერთად. ამასობაში ანიკო და კესარიაც გადმოვლენ და გაყევი მერე ბებიაშენს, რომ წავა, მარტო მაინც არ იარს ბნელში. გაიწყო ტაბლა. ქოთნის ლობიოს, ჭადს, წნილს, ბოლოკ-მწვანილეულს, ოთიკოსთვის ჩაროზად - თხილი და ფიჭაც მიუდგა ტასომ. ნახევარლიტრიანი დოქით ადესაც დადო სუფრაზე. რა დასამალია და უყვარდა ლობიოზე წითელი ღვინო. - ნენა , როგორ ახველებს, ბაღანა! - შეიცხადა, ოთიკოს ამოხველებაზე. - ღვინოში, კომშის გულს და კაკლებს ჩაგიხარშავ ბებია. დალიე, მაგიც კაია ხველებიზა. აა, ელანძე ვიზამ! საამო ტკაცანი გაუდიოდა ბუხარს. იქვე, ტაბლასთან, სამფეხა სკამებზე ჩამომსხდარიყვნენ მუხუცი და ყმაწვილი და წყნარად, ულაპარაკოდ მიირთმევდნენ ღვთისგან ბოძებულ, ულუფას. - ამ ჭიქით, მშვიდობას, ხიტლერის მიწაში ჩადებას, ვახტანგიას და ყველაის შინ მშვიდობით დაბრუნებას გაუმარჯოს, ოთიკო. - დაარღვია სიჩუმე ტასომ და: - ტასიკო! არ ხარ სახჩი?!! - გაისმა ეზოდა ხმა. - სა ვიქნები ანიკო?! შემოი, აქინე ვართ მე და ოთიე! შენც ხარ კესარია? სა იყავით ცა აქამდე ? დევილიე ქალი, თქვენ ლოდინში. - ნენა! გააბდლებული ვარ ჯერ კიდო! მშვიდობა აქოურობას! გამარჯობა არ იცი ოთიე?! რა მითხრა ვალია შეჩვენებულმა! გადვირიე ქალი თლათ! მომაწოდე ბებია, მაი ჯორკო. რაა აგი ადესა? დამისხი ერთი, თუ ქალი ხარ, გამიშრა პირი! რაფერ ხარ ტასიკო, ვერც მოგიკითხე? - ასე აკაკანებულ-აკრიმანჭულებული შემოქაქანდა კესარია ტასიკოს ოდაში და ანიკოც შემოიყოლა. - დაბრძანდით ქალებო. რა მიჭირს კესარია? შენი ამბავი მოყევი, მაი უნდა იყოს მთავარი. აა, გეისველე პირი - ღვინო ჩამოუსხა ტასომ სტუმარს. - მშვიდობა აქოურობას და მთელს დუნიას! - დაილოცა მოსულმა და გადაჰკრა ნახევარი ჭიქა. - ნენა, რაფერ მესიამოვნა, ამ ცხელ გულზე... - აღარ იტყვი ცა, რაიო ვალიემ? - აევსო მოთმინების ფიალა მასპინძელს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. - ნენა , როგორ ახველებს, ბაღანა! - შეიცხადა, ოთიკოს ამოხველებაზე. - ღვინოში, კომშის გულს და კაკლებს ჩაგიხარშავ ბებია. დალიე, მაგიც კაია ხველებიზა. აა, ელანძე ვიზამ!
ნეტა ამას თამრიკომ თუ მიაქცია ყურადღება, მთელი ზამთარი რომ ახველებს-ხოლმე? :-? 5 - ნენა , როგორ ახველებს, ბაღანა! - შეიცხადა, ოთიკოს ამოხველებაზე. - ღვინოში, კომშის გულს და კაკლებს ჩაგიხარშავ ბებია. დალიე, მაგიც კაია ხველებიზა. აა, ელანძე ვიზამ!
ნეტა ამას თამრიკომ თუ მიაქცია ყურადღება, მთელი ზამთარი რომ ახველებს-ხოლმე? :-? 5
18. მოკლედ, თქვენს ნაწერსს კინოსკადრივით ვხედავ თან და ეს არაა წარმოსახვაა ასე მგონია მართლა ვხედავ და თან მონაწილეც ვარ ამ ამბებისა!!! იფიქრეთ სერიოზულად მშვენივრად გამოგდით ეს საქმე და ნუ გაჩერდებით :) პატივისცემით, :ქეთრინ" და იგივე ; მოკლედ, თქვენს ნაწერსს კინოსკადრივით ვხედავ თან და ეს არაა წარმოსახვაა ასე მგონია მართლა ვხედავ და თან მონაწილეც ვარ ამ ამბებისა!!! იფიქრეთ სერიოზულად მშვენივრად გამოგდით ეს საქმე და ნუ გაჩერდებით :) პატივისცემით, :ქეთრინ" და იგივე ;
17. "როის იყო მერე, გუშღამ ბათიე? შარაშან?" -- 5555 ბევრჯერ.
"როის იყო მერე, გუშღამ ბათიე? შარაშან?" -- 5555 ბევრჯერ.
16. დიდი სიამოვნებით ჩავუჯდებოდი მეც ამ წვიმიან ამინდში მითუმეტს, "ქოთნის ლობიოს, ჭადს, წნილს, ბოლოკ-მწვანილეულს, ნახევარლიტრიანი დოქით ადესაც" თუმცა ნახევარ ლიტრიანი ალბათ არ გვეყოფოდა. გაიხარე ბატონო ჰა-რა-ლე, ველოდები გაგრძელებას... 555. მეტი ქულის დაწერა არ შეიძლება? დიდი სიამოვნებით ჩავუჯდებოდი მეც ამ წვიმიან ამინდში მითუმეტს, "ქოთნის ლობიოს, ჭადს, წნილს, ბოლოკ-მწვანილეულს, ნახევარლიტრიანი დოქით ადესაც" თუმცა ნახევარ ლიტრიანი ალბათ არ გვეყოფოდა. გაიხარე ბატონო ჰა-რა-ლე, ველოდები გაგრძელებას... 555. მეტი ქულის დაწერა არ შეიძლება?
15. მოწამლულ ხასიათზე ვარ,მაგრამ მაინც გამეცინა.... გაიხარეთ ...მადლობა მოწამლულ ხასიათზე ვარ,მაგრამ მაინც გამეცინა.... გაიხარეთ ...მადლობა
14. საინტერესო ნაწერები გაქვთ საინტერესო ნაწერები გაქვთ
13. 6. თქვი აწი რა თქვა ვალიემ, დაგედოს ჩემი ცოდვა , შე ბათიეზე უფრო აბდალავ ჰარირამა. 2009-09-26 16:38:03
ბათიეს ცალი ტვინი, რომ გიგდია მაგ ძირგავარდნილ გიდელში, ყრალო ბერიკაცო, მიზა არ გეტვი ვალიეს ამბავს!:) 6. თქვი აწი რა თქვა ვალიემ, დაგედოს ჩემი ცოდვა , შე ბათიეზე უფრო აბდალავ ჰარირამა. 2009-09-26 16:38:03
ბათიეს ცალი ტვინი, რომ გიგდია მაგ ძირგავარდნილ გიდელში, ყრალო ბერიკაცო, მიზა არ გეტვი ვალიეს ამბავს!:)
12. კარგად წერთ
5 ქულა კარგად წერთ
5 ქულა
11. ყოველთვის ხალისით ვკითხულობ ამ ავტორს! 555555555 ყოველთვის ხალისით ვკითხულობ ამ ავტორს! 555555555
10. ქვებზე ძალიან ბევრი ვიცინე =))
ქოთნის ლობიო,ბოლოკი,კეცის მჭადი....ცოტა არ იყოს მომშივდა კიდეც :D მოგიკითხეთ ბატონო კახა დამოუთმენლად ველი გაგრძელებას :) ქვებზე ძალიან ბევრი ვიცინე =))
ქოთნის ლობიო,ბოლოკი,კეცის მჭადი....ცოტა არ იყოს მომშივდა კიდეც :D მოგიკითხეთ ბატონო კახა დამოუთმენლად ველი გაგრძელებას :)
9. უფ :)) ვიხალისე გურულ დიალოგებზეეე :)) უფ :)) ვიხალისე გურულ დიალოგებზეეე :))
7. ჰარალე, ბევრი ვიცინე...5555555
- რა მექნა? აი ტომარა რომ ჩავდე ცალმხარეს, დაქაჩა ხურჯინი, ვერ ვწიკე, მივარდებოდა მხრიდან. ნალიასთან ქე იყო ქვები. ჩავყარე მორეში და გავაშუავე. წავიღე წისქვილში და მომაქვს ახლა უკან. მართლა მასეთი აბდლები არიან გურულები?... ჰარალე, ბევრი ვიცინე...5555555
- რა მექნა? აი ტომარა რომ ჩავდე ცალმხარეს, დაქაჩა ხურჯინი, ვერ ვწიკე, მივარდებოდა მხრიდან. ნალიასთან ქე იყო ქვები. ჩავყარე მორეში და გავაშუავე. წავიღე წისქვილში და მომაქვს ახლა უკან. მართლა მასეთი აბდლები არიან გურულები?...
6. თქვი აწი რა თქვა ვალიემ, დაგედოს ჩემი ცოდვა , შე ბათიეზე უფრო აბდალავ:) თქვი აწი რა თქვა ვალიემ, დაგედოს ჩემი ცოდვა , შე ბათიეზე უფრო აბდალავ:)
5. ტაშის დასაკვრელი სმაილიკები არ დამომდის :( :( :( ტაშის დასაკვრელი სმაილიკები არ დამომდის :( :( :(
4. კახაა!!! უმაგრესო! .აღარ მყოფნის სიტყვები..=D. =D> კახაა!!! უმაგრესო! .აღარ მყოფნის სიტყვები..=D. =D>
2. - შენ თლათ გააბდლდი ბათიე? რად გინდოდა ქვა? ვერ გაყავი სიმინდი შვაზე? გადაყარე ახლა მაი ქვები და ქფილი გავანაწილოთ ორთავეში. - აი თავიდან მომეფიქრებინა, კაი იყო და... ახლა რაღა დროსია... აქ რაფერ დავტოვო კესარიეს ქვები? იქნებ ჭირია რამეში და მომპარაო ვათქმიო?
გაიხარე, კახა... მაგარი იუმორი გაქვს... 5, ალალი და უსაყვედურო! - შენ თლათ გააბდლდი ბათიე? რად გინდოდა ქვა? ვერ გაყავი სიმინდი შვაზე? გადაყარე ახლა მაი ქვები და ქფილი გავანაწილოთ ორთავეში. - აი თავიდან მომეფიქრებინა, კაი იყო და... ახლა რაღა დროსია... აქ რაფერ დავტოვო კესარიეს ქვები? იქნებ ჭირია რამეში და მომპარაო ვათქმიო?
გაიხარე, კახა... მაგარი იუმორი გაქვს... 5, ალალი და უსაყვედურო!
1. იმ ტასიკოს არ ვიცი და მე კი ამევსო მოთმინების ფიალა... წავალ ახლა და ამის პირველ ნაწილსაც წავიკითხავ. 2... მეტი არ მაქ და... :)))) იმ ტასიკოს არ ვიცი და მე კი ამევსო მოთმინების ფიალა... წავალ ახლა და ამის პირველ ნაწილსაც წავიკითხავ. 2... მეტი არ მაქ და... :))))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|