ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2009


* * * (მალე შეიცვლის ფერს შემოდგომა)

მალე შეიცვლის ფერს
შემოდგომა,
ვატყობ გრძნობასაც,
რომ ვეღარ მინდობს,
ზამთარში,
ფანჯრებს
მიყინულ ჩიტებს,
ვინღა აჩუქებს
სიცოცხლის დიდ დროს?

მეც თავს დავიჭერ
უფრო ძლიერად,
არ მანაღვლებდეს
ტკივილი
თითქოს,
სიყვარული ხომ
პოეტისაგან,
თავგანწირვასაც პოეტურს ითხოვს.

ლიკა ოხანაშვილი
29.09.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები