ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2009


***

„ზამთრის დიდროან დიდროან ღამეებს“
ჩვენ ერთად ვუმტვრიეთ ჭიშკარი.
ოცნება სურვილებს უკმევდა იმედებს,
გული ჩურჩულებდა : - „ის არის!“ ...
რიჟრაჟი ბურუსში ქარგავდა სასწაულს,
დღემ მზის ათინათი ილანდა,
ღამეთა სიღამე თვით ხდიდა საცნაურს
ვინც მსურდა და ზოგჯერ მიყვარდა.
გ  ა  დ  ღ  ე  ვ  დ  ა...
ოცნების დიდ ნატერფალებში
ჩაეშვა მკვდრადშობილ იმედთა შალალი.
გ  ა  დ  ღ  ე  ვ დ  ა
                              „დიდროან ღამეთა“ თევაში.
გული ფორიაქობს :-
                            „ის არვინ არ არის!!!“ ....
       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები