ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2009


მე დაგხატავდი...

მე დაგხატავდი, რომ ვხედავდე შენში იდუმალს,
სათქმელ-უთქმელებს, არუბრალოს, არაადვილებს,
გობელენებზე მოვხაზავდი მწვერვალს მიუვალს,
მარადიული მყინვარებით გადაბარდნილებს...
მე დაგხატავდი, გაღიმებულს ოცი წლის წინათ,
ოცი წლის წინათ პაემანზე თეთრი მიხაკით,
მე დაგხატავდი იმ სიზმრებით, ახლა რომ სძინავს,
მოგონებაში, სადაც ასე ძლიერ გიყვარდი...
მე დაგხატავდი, აღტაცებულს ზეცის კიდემდე,
როცა ფუმფულა ბაგეებმა მოგძახეს ,,მამა”,
მე დავხატავდი შენთან ერთად მოსულ იმედებს,
შენს აღტაცებას და აკვანთან მზის ,,იავნანას”...
მე დაგხატავდი ზღვისსადარი აბობოქრებით,
და შენს ხელებში გასრესილი ჩემი მტევანით,
და მერე, როცა გაშრებოდა სველი მოლბერტი,
გხატავდა ფიქრი, ოცი წლის წინ განათევარი...
და ბოლოს მაინც დაგხატავდი დღეის პროფილით,
არეულ სივრცეს ჭანჭიკებით მიმაგრებულად,
მაინც ჩემი ხარ! არ არსებობს გული ყოფილი,
სული ყოფილი არც თქმულა და არც არსებულა...
მე დაგხატავდი... დავიწყებდი წარსულთან კამათს,
დავმშვიდდებოდი ნაფერები ძველი სონეტით,
მერე უსიტყვოდ ცეცხლს მივცემდი ჩემსავე ნახატს,
და დაცხრებოდა ნაკვეკჩხლებზე უდაბნოეთი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები