ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პროზა
1 ოქტომბერი, 2009


მოსე (რომანი) (გაგრძელება- III თავი)

                                                                                                თავი მესამე

    ახლა იცით, რას ვცდილობ?.... ვცდილობ, როგორმე  ვიქცე ხუთი-ექვსი წლის ბიჭუნად, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს მამასთან ერთად არის საშვიდნოემბრო აღლუმზე.....
თვალებს ვხუჭავ და  მინდა წარმოვიდგინო, რას გრძონობს....ხმები....  ფერები....სუნები.... განწყობილება დროისა..... თან ვწერ და თან თითქოს ყველაფერი სადღაც გამირბის......ისე შორია...და თან თითქოს აქვეა, სულ ახლოსაა.... არა და ლამის მთელი ორი ეპოქა ჩამდგარა ჩვენს შორის.....
და აი, გამოიკვეთა რაღაც სურათი.....
  .............დიდი წითელი ბუშტით ხელში, მამის გვერძე დგას. აი,  ყვითელი ფოთოლი...ფრთხილად გადმოატრიალა ფეხსაცმლის წვერით...... და  ცაში გაფრენილ ვიღაცის  ბუშტს თვალი ოცნებით მიადევნა......
........,,ჩემი ბუშტიც ასე გაფრინდება, ნეტავ?....მსუბუქია, კი მაგრამ ეს თითი ამ მწვანე ძაფმა მაინც დამისია...  მამიკოს ხელი?..... აქ არის!’’
........ქარზე გასაშრობად გაფენილი სარეცხივით აფრიალებულ გულს სადღაც ზევიდან ეღვენთებოდა  მზეჩამდგარი, უსაზღვროდ თბილი, გამჭვირვალე და თანაც უცნაურად ბლანტი განცდა სიმშვიდისა....და შენელების ნაცვლად უფრო აჩქარებდა..... დუგდუგდუგდუგ......
........,, ეს მოხტუნავე ბურთები რისგანაა.... ჩემი ძაფი ასე რატომ ვერ ახტუნავებს  ამ ბუშტს?.... მამიკოს ხელი?.....აქ არის!.... ეს ხომ დილის რადიოს სიმღერაა?.....და ის სურათის ბიძია ყველგან წითელბაფთა- მიბმული რომაა დახატული და ხელს მიწევს, ალბათ გაცნობა უნდა, მაგრამ მამიკოს ხელი რომ დამეკარგოს?.... ნეტავ, რას აწუვლებს ეს  შავი ბებია?...... ის მოხტუნავე ყვითელი ბურთები მინდა, მაგრამ ის შავი ბებო ვიღაც კევას ეძახის და ალბათ მისთვის თუ უნდა.....    მამიკოს ხელი?’’.....
..............უეცრად საშიში სიცივე იგრძნო.... მობრუნდა....,,კევა! კევა! კევა! ჟუვაჩკა! პედრო! კევა! კევა!’’..... მამის ხელი სასწრაფოდ მოძებნა და ახლა ლენინისთავიან უზარმაზარ წითელ მანქანას მიაჩერდა.....
.............,,რა ლამაზია ეს მანქანა და ნეტავი, მე და მამიკოს არ შეგვსვავენ?... აბა, ის წითლადყელშეხვეული გოგონები რომ დასვეს?......  ეს მწვანე ძაფი....  დამისია თითი.... მოიცა, ბუშტო, სხვა თითით დაგიჭერ, არ გამიფრინდე.... მამიკოს ხელიც აქ არის!’’.....
.............და მამის დიდმა ხელებმა სადღაც ცად აიტაცეს! თვალები მაგრად დახუჭა ....და აი, ნაცნობი კისერი....ორივე ხელით ჩაეხვია და ღრმად ჩაისუნთქა საოცრად საყვარელი, ოდნავ ოდეკალონდაკრული მამის სურნელი....თვალები ფრთხილად გაახილა....მზით აბრჭყვიალებულ სივრცეში ჯერ მარტო ბურთები დაინახა....
.............,,ბურთები?.... ბურთები კი არა, თავები.....რამდენია?..ერთი,ორი,სამი,ოთხი,ხუთი.... ოოოხ!.... ოოოცდამეტია!... მაამ, ის რა არის?.... დროშა?... ოოოცდამეტი დროშა.....  და ოოოცდამეტი ბუშტი! რა კარგია! ჩემი ბუშტი? ...არა, არ მინდა გაშვება!.... ის ბიძიები აივნდან ხელებს რომ მიქნევენ, საიდან მიცნობენ?.....  დილის რადიოს მუსიკა! .......ვაშააააა!’’ ........
........... რადიოს  დიქტორი მონოტონურ ხმაზე.... აი, ტრიბუნებს ჩაუარეს სახელოვანი  ...... ქარხნის მშრომელებმა.... მათ საშვიდნოემბროდ სამშობლოს უპატაკეს წლიური გეგმის ორმაგი გადაჭარბებით შესრულება და წლის ბოლომდეც არ შეირცხვენენ თავს!....ვაშააააააა!.......  წითელი ბუშტი, საცოდავად ჩამომჩვარული, დიდხანს ეკიდა აივნის კარის სახელურზე.

      რაღაც ხილვასავით იყო...... ვიცოდი,რომ უნდა წავსულიყავი, გავცლოდი ეგვიპტეს... ვიცოდი, რომ ვეღარ გავუძლებდი ამდენ ტყუილს.... უფლის გმობას.... ვიცოდი, ჩემი დედობილის, ფარაონის ასულის, უსაზღვრო სიკეთის მიუხედავად, ფარაონი არ მაპატიებდა ისრაელიანთა გამოსარჩლებას ...და აქ, ამ მონათა ქვეყანაში, ჩემი ხსნა არ იქნებოდა და მაინც ....
    რა ძნელია, უარი თქვა ფარაონის ასულის ძის უფლებებზე..... და რა ტკბილია აქაური უზრუნველი პური, მაგრამ სიცოცხლე უფრო ტკბილია...... რა ვიცოდი, თუ რას მიმზადებდა უფალი.... რა ვიცოდი, რა ხვედრი მელოდა, თორემ...
--- თორემ არ გაიქცეოდი ეგვიპტიდან?
შეყოვნდა. თვალთა ფერი კი ისე ჩაუმუქდა......ჭაობისფერამდე...და იდუმალი ნისლი გადაეკრა....
---- არა, გაქცევა უკვე ხვედრი იყო...... მე არჩევანი მაშინ გავაკეთე, ჩემიანის გამო გული რომ დამეწვა.... და  კაცის სისხლი რომ ვიტვირთე..... ეს ერთდროულად დაცემაც იყო და ამაღლებაც.....
---- ეს როგორ, ვერ გავიგე?
თვალებით გაეღიმა.... და თითქმის ზღვისფერამდე გაუნათდა სიმწვანე.....
----დაცემა---კაცის კვლის ცოდვა რომ დავიდე, ის იყო და ამით გაამპარტავნებისაგან დამიფირა უფალმა, რადგან კაცთაგანი ვარ და  ამხელა ტვირთს, უფლის გზის მაჩვენებლისას, ამის გარეშე ვერ ავზიდავდი.....  ამაღლება კი---- მოყვასის დასაცავად საკუთარი სული რომ გავწირე და კაცის ცოდვა დავიდე.... 
ამოიხვნეშა.....

....... არა, და მაინც როგორ შევძლებ? წერამ თუ ამიტანა......წერას შევეშვი..... კვლავ ფათური უჯრაში და... ჭიქაში ჩარჩენილი ორი ყლუპი სასმელი.... დაცლილი საფერფლე..... მოწევაც კი დამვიწყებია?....
.....წერის ჟინით ანთებული მკითხველს........

..... უფლის გარეშე როგორ გაძლებდა?!.... სისხლისმიერს ესავდა და იმედს გულით ვერ ელეოდა.... ორმოცი წელი მარტომ ლესა უდაბნო მანამ, სანამ გაიგო, ვინ იყო და ......მაყვლოვანში....

........ ლოზუნგების ქვეყანა, უღმრთობისა და მონობის ბნელში ჩაძირული...წითელ სახადს იხდიდა და....

....... ელოდა, თუმც თავს ირწმუნებდა, მარტო ჩემთვის ვწერო.... და  უნდოდ გასცქეროდა აწ უკვე ცარიელ სასმისს  ვარდისფერ ბულრთულებად დაშლილი სამყაროდან.....
                                                                                                                                                                                              30.09.09.
                                                                        (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები