ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2009


შემოდგომის მისტერია

                    "ბავშვის პერანგი გავკიდე ქარში..."
                                            /ქეთი გიორგაძე/

არც ლექსი მოვა და არც შენ მოხვალ,
ამ შემოდგომას აქვს ფერი ძოწის;
გადავივიწყე ცრემლი და ოხვრა
და გაფითრებულ ტირიფებს ვკოცნი...
დღეს გარდაცვლილი ფოთლების ნიშნად
გავკიდე ქარში პერანგი მოვის,
თუმცა ეს გლოვაც არაფერს ნიშნავს, -
არც შენ მოხვალ და... არც ლექსი მოვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები