ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 ოქტომბერი, 2009


შუნი

                                                          „ლეგვედარ ჯიხვებ დავხოცე
                                                            შუნებიც ჩავატანია
                                                            გულს ჭირად დამრჩა ბატონო
                                                            რქებ რო ვერ მაგიტანია“
                                                                                /ხალხური/



ჩაგვაშორიშორიშორებს
ვერსები და მილები.
მოგედება უფერული
ცხადები და ძილები.
მაგრამ შუნის ნატერფალთან
ვერას მივლენ ვირები.

ჩაგვაჭორიჭორიჭორებს
ბოღმები და  ეჭვები
თეთრი შუნის სიქთქათეს
მზერითაც ვერ  შეწვდები
შუნმა ქარაფს მიამსხვრია
საშამფურე ბეჭები.

ჩაგახითხითხითხითხითებს
კლდის ნაჟური მოტივი -
მთაში ყველა  ჯიხვი არის,
ბარში მსვლელი ბოტივით.

ჩავახუჭუჭხუჭუჭხუჭებ
ჩამორეცხილ ტყის პირებს,
ჩუბინს სამიზნეში ვყავარ,
მგელი - შეჭმას მიპირებს
აფსათს სული ვავედრე
და წარაფიდან ვიფრინე...

შუნთან ჩამაშორიშორებს
ეს ნახტომი ავი -
                სული აფსათს,
ამაყს- სხეულს დამიკორტნის სვავი
და ცის ნაფლეთს  შეინახავს
ცრემლიანი თვალი...

ამ ფიქრებით დანავარდობს
კლდიდან კლდეზე შუნი...
ქალაქში კი დუღს
                                    ჭორები.
                                              შალალი
                                                                და
                                                                  შური

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები