ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

ემილის


შენ ფერია ხარ, მაშინ მივხვდი,
როდესაც
ვარსკვლავიან ცას ბრწყინვალება
შემატე,
სიზმარეთიდან შორი სუნთქვა
მოგესმა,
და ჩემი ფიქრიც გაიგონე
შენ მარტო.

სუსტი ნიავი ფრენისაკენ
გაქეზებს,
ბავშვურთვალებას,
თოთოფოთლისფრთებიანს,
ალბათ, რამდენჯერ, მზემ გაკოცა
ბაგეზე,
კულულებზე კი,
ზღვის ქაფი მოგფერებია.

შენ ფერია ხარ, შემოსილი
ოცნებით,
განთიადისთვის არჩევ ფერებს
სიკეთის,
მშვენიერების ნიჭს ფლობ, ღვთისგან
ბოძებულს,
და, ამიტომაც, ლექსის მუზად
იქეცი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები