ავტორი: რობერტ მესხი ჟანრი: პოეზია 5 ოქტომბერი, 2009
ყავის ფინჯანი
ჭიამაიას
ვერ გამიგია, მთვარემ დაყო ჩემი ჩრდილები, თუ შენ დაყავი?.. ქარის ხმა წყდება, ფერმკრთალდება, თითქმის ილევა, - ვუსმენ და ყავა მიცივდება თანდათანობით... წლები ნანობენ? არც არაფერს ნანობენ წლები, - მხოლოდ მე ვგავარ ყურმოტეხილ ფინჯანს ყავისას, თანაც მტირალას...