ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
5 ოქტომბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

სიყვარულში შეგედრები

როცა არც გშია, არც გწყურია, არც გცივა..
სახლიც გაქვს და პრობლემებიც არ გაწუხებს, მაგრამ გტკივა სული.

ადამიანი როდესაც შენში აღწევს და გრძნობ, რომ უძლური ხარ, შენ არაფერი შეგიძლია, ვერაფერს გახდები, რადგან ეს ცხოვრებაა, ცხოვრებას კი რაც არ უნდა არგუმენტები მოვიტანოთ სიყვარული ამოძრავებს.
ცხოვრება უმნიშვნელოა სიყვარულის გარეშე,
ეს სიტყვა არასოდეს გაუფასურდება.

დრო როდესაც, ნებისმიერი ასაკის ადამიანი ერთნაირად სუსტდება, როდესაც ადამიანი ხვდება, რომ ცხოვრება ძალიან უაზრობაა.

საათობით ვზივარ და მივჩერებივარ ერთ წერტილს, ვგრძნობ, ვგიჟდები.
იძახიან სიყვარული ადამიანს არ კლავსო, მაგრამ ილუზიების და ოცნებების დიდ, უზარმაზარ მორევში მიითრევს.
ვგრძნობ, მთელი სამყაროს შეცვლა შემიძლია თუ მოვინდომებ, შემიძლია გავაკეთო ის რაც ჯერ არავის გაუკეთებია,
ისიც შემიძლია, რომ დავწერო ისეთი რამ რაც არავის დაუწერია ჯერ, დავრჩე ყველას გულებში.
ყველას ყველაფერი შეუძლია, თუ მოინდომებს, მაგრამ
ზიხარ, პატარა ბავშვივით უსუსური ხარ და სული გტკივა.
აი, სწორედ ასე, სული გტკივა,
ისე გტკივა, რომ ამ ტკივილს ვერაფრით შველის.
მიჩნდება სურვილი გავიქცე, გავფრინდე,
მიჩნდება სურვილი ყველაფერი შენ მოგიძღვნა, ჩემი თავი, რომელიც შესაძლებელია უმნიშვნელოც კი იყოს.
ცხოვრებაში რაც ერთისთვის ყველაფერს წარმოადგენს, შესაძლებელია მეორესათვის არაფერი იყოს, მაგრამ ცხოველებისგან იმით განვსხვავდებით, რომ გაგვაჩნია გრძნობები და გვაქვს საშუალება ერთმანეთის მნიშვნელოვანით ვიცხოვროთ.
ხან ტელეფონის ზარს ველოდები,
ველოდები მოსვლას,
ყველაფერში და ყველგან მას ვხედავ, ანუ შენ.
სწორედ ასეთი წარმომედგინა სიყვარული, ნამდვილი სიყვარული,
უიმისობით, რომ სული გაგეყინება, უიმისოდ არაფერი, რომ არ გიხარია.

იცი რა მინდა?
სიყვარულში შეგედარო.
იცი რა მინდა?
შენი სული გავათბო ოდესმე ასე თუ გაიყინება.

იცი რა მინდა?
სიყვარულში შეგედარო და შენ ჩემზე კარგად იცოდე სიყვარული.

იცი რა მინდა?
ყველაფერ კარგში შეგედარო, და შენ მაჯობო.

და კიდევ იცი რა მინდა?
მთელი არსებით შემიყვარდე, მაგრამ შენ შეიძლება უფრო მეტად არ შეგიყვარდე,
მე ამ დამარცხებასაც ავიტან და იცი რატომ?
მინდა სიყვარულში შეგედარო და შენ მაჯობო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები