50-ე დაბადების დღის ავტოექსპრომტი
როცა მარტშიც ასე მარჯვედ დარი ავდარს ედავება, გულო ჩემო, ჩვენ ვით დავრჩეთ მასზე გაუბედავებად?!.
როცა მარტშიც ასე მარჯვედ ქარი ცას ეპოტინება, ჩვენ ვით შევეგუოთ მტანჯველ სასჯელს - ყოვლის მოთმინებას?!.
როცა მარტი ასე მარჯვედ ზამთარს მარტო უმკლავდება, ჩვენ თავს ვითღა მოვიქაჩლებთ, ვითღა შევძლებთ უქმად გდებას?!. მიუჩვეველს რა შეგვაჩვევს, ვით ვიკადრებთ ეკადრებელს?!.
ვიდრე კვლავაც ღვარად მომსკდარს ვუძლებთ სისხლის მოდინებას... თავს ჯეელად ვიდრე ვგრძნობთ და ჟამთან ზავიც როდი გვნებავს...
ვიდრე ციდან ვისმენთ ლოცვას და მიწიდან - მოტირებას, ვით გამიძლოს სულმა, ხორცმა, არ ვასრულო მათი ნება?!.
ვიდრე სოფლის მმართებს ვალი და ღვთის მმართებს მორჩილება, მანამ გზები, ძნელსავალი, ვით ჩავთვალო მოჭრილებად?!.
ვიდრე თეთრს შავისგან ვარჩევ, ვიდრე მზე ბნელს ედავება, ვიდრე ბნელშიც ნათელს ვამჩნევ და უფლისას ვხედავ ნებას, - კვლავაც, მინდობილი გამჩენს, ვცდილობ ბედის მორჯულებას!..
07. 03. 2000 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ვიდრე სოფლის მმართებს ვალი და ღვთის მმართებს მორჩილება, მანამ გზები, ძნელსავალი, ვით ჩავთვალო მოჭრილებად?!.
მაგარი ხარ, იმო! 5 ვიდრე სოფლის მმართებს ვალი და ღვთის მმართებს მორჩილება, მანამ გზები, ძნელსავალი, ვით ჩავთვალო მოჭრილებად?!.
მაგარი ხარ, იმო! 5
13. მაგარია ბატონო იმო !
მაგარია ბატონო იმო !
12. - კვლავაც, მინდობილი გამჩენს, ვცდილობ ბედის მორჯულებას!.. 5555 - კვლავაც, მინდობილი გამჩენს, ვცდილობ ბედის მორჯულებას!.. 5555
11. ნაღდი პოეტის! ნაღდი პოეტის!
10. ამაოდ არ ჩაუვლია ამ მცდელობებს, მეგობარო! ამაოდ არ ჩაუვლია ამ მცდელობებს, მეგობარო!
9. საღოლ იმო ძია! საღოლ იმო ძია!
8. პოეტს სალამი!!! გაიხარე ძია იმო!!! პოეტს სალამი!!! გაიხარე ძია იმო!!!
7. შემართებული.იმედიანი.. იდღეგრძელეთ!! შემართებული.იმედიანი.. იდღეგრძელეთ!!
6. - კვლავაც, მინდობილი გამჩენს, ვცდილობ ბედის მორჯულებას
ძალიან კარგია.
- კვლავაც, მინდობილი გამჩენს, ვცდილობ ბედის მორჯულებას
ძალიან კარგია.
5. ვიდრე სოფლის მმართებს ვალი და ღვთის მმართებს მორჩილება, მანამ გზები, ძნელსავალი, ვით ჩავთვალო მოჭრილებად?!.
ძალიან მომწონს! :) ვიდრე სოფლის მმართებს ვალი და ღვთის მმართებს მორჩილება, მანამ გზები, ძნელსავალი, ვით ჩავთვალო მოჭრილებად?!.
ძალიან მომწონს! :)
4. ვიდრე ციდან ვისმენთ ლოცვას და მიწიდან - მოტირებას, ვით გამიძლოს სულმა, ხორცმა, არ ვასრულო მათი ნება?!.
ვიდრე ციდან ვისმენთ ლოცვას და მიწიდან - მოტირებას, ვით გამიძლოს სულმა, ხორცმა, არ ვასრულო მათი ნება?!.
3. ქარი ცას ეპოტინება.. :)
5! ქარი ცას ეპოტინება.. :)
5!
2. ვიდრე სოფლის მმართებს ვალი და ღვთის მმართებს მორჩილება, მანამ გზები, ძნელსავალი, ვით ჩავთვალო მოჭრილებად?!.
ერნესტოს ვეთანხმები:)
მოგიკითხეთ იმო ძია. ვიდრე სოფლის მმართებს ვალი და ღვთის მმართებს მორჩილება, მანამ გზები, ძნელსავალი, ვით ჩავთვალო მოჭრილებად?!.
ერნესტოს ვეთანხმები:)
მოგიკითხეთ იმო ძია.
1. ვიდრე ციდან ვისმენთ ლოცვას და მიწიდან - მოტირებას, ვით გამიძლოს სულმა, ხორცმა, არ ვასრულო მათი ნება?!.
სასწაულდ გულიანი ლექსები გაქვთ, პოეტო. ვიდრე ციდან ვისმენთ ლოცვას და მიწიდან - მოტირებას, ვით გამიძლოს სულმა, ხორცმა, არ ვასრულო მათი ნება?!.
სასწაულდ გულიანი ლექსები გაქვთ, პოეტო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|