ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2009


...(პოეტურად)

პულსს,
სუნთქვას,
რითმას
(ერთდროულად) გადავაბოტოთ,
საათებს (ლოთებს)
თავბრუსხვევა გადავაბრალოთ,
გადავამრავლოთ
(მილიონზე)
თითო სტრიქონი,
მერე (ალერსით)
ავალექსოთ
(მთელი) სამყარო.
სანამ (ჰაერში)
განვიბნებით,
(განვიტოტებით)
სანამ (უხილავ) ხილვადობას
ვაღწევთ (თვალებით)
ვიდრე ვარსკვლავებს
(სულ) არ დავთვლით -
(ჩვენ) არ მოვკვდებით!
თუკი (თავადვე)
არ დავიხრჩობთ თავს -
(შეყვარებით)
როცა ჯალათი
ჩამომაჭრის
სულს (ეშაფოტზე)
მერე საათიც
ჩაიტარებს (ისრით)
ხარაკირს,
მანამ კი... (მოდი)
მივატოვოთ
(ეს) სიმარტოვე,
და (სიგიჟეზე)
(პოეტურად)
ვილაპარაკოთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები