ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2009


შენსკენ აძრული გულისა

                   

                        ,,რაც  უფრო  შორს  ხარ...’’
                                        გალაკტიონი


ვერ  მოვაღწიე  თუმც  დღემდე  შენთან,
ამ  სიშორითაც  კარგი  ხარ  ისე,
რომ  შენი  გულის  იდუმალ  ფეთქვას,
ვით  ანგელოზის  გალობას,  ვისმენ...

არც  მახსოვს,  როდის  დაგკარგე  სადღაც
და  უშენობას  როდიდან  ვუძლებ...
შენსკენ  ნაბიჯებს  ბალღივით  ვადგამ,
რომ  არ  დავეცე  დამრეცზე  უცებ...

მაგრამ  რა  უნდა  უმანკო  ყვავილს
ქართა  ფლოქვებით  გაქელილ  ქვებზე?!.
თუმც  არ  იშლიდა  როგორც  თავისას,
აღარც  კი  ცდილობს  იცვალოს  გეზი
-  კვლავ  ქვის  კედლებსვე  შეხლილი  ბღავის
გული  -  ოცნებამ  რომ  წააქეზა...

და  თუნდაც  ვერცროს  გიხილოს  ახლოს,
ამ  სიშორითაც  იზიდავ  ისე,
რომ  შენსკენ  გზაზე  სუყველა  მაღლობს
მწვერვალად  თვლის  და  მიიწევს  ცისკენ!..

1969  წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები