ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2009


შემოდგომა – ბოჰემა

დღე შენი თვალებით იწყება,
წლებმა მიმკითხავეს – ბოშებმა,
დავთმეთ მარტოობის მიწური,
გვახლავს შემოდგომა – ბოჰემა.

ქუჩებს ვასეირნებთ თბილისის,
შავ ზღვას ტალღებს ვუთვლით შორიდან,
-ასე შეყვარება ვინ იცის,
ჩვენ გარდა! _ ვჩურჩულებთ ორნი და…

ზეცის კადრისაკენ შევჩერდით,
მზემ ღრუბელს ლოყები აუწვა,
ვუსმენთ ხის ტოტებზე შერჩენილ
ქარის მელოდიის ნაკუწებს.

ვტოვებთ მობეზრებულ აფიშებს,
ფოთლებით მოქარგულ გზებს ვეძებთ,
მელნისფერ საღამოს ვპატიჟებთ
ფინჯან ჩაიზე და ლექსებზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები