ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2009


ტრფიალის ესტაფეტა

ცეცხლის შხეფივით გაშრიალდა
ჰაერში მამალი
და გამოაცოცხლა
ეზო ნაზამთრალი,ფერმკრთალი,
მერე სათამაშო გარმონივით
კრიახით ჩაკეცა,
მიწას ფურცელივით
გააკრა დედალი,
დატკბა და გაირინდა,
დადნა და დაიცალა,
წუთია ნანატრი და ნეტარი.

იქვე,ზვინის ჩრდილში,
პირველი სიყვარულის
ნაპერწკლებს კენკავენ
ვარია_ელპიტე და
ყვინჩილა_ელდარი...

მამალი ქათმიდან ჩამოვიდა,
ვით მეფე ტახტიდან,
მუხლები უკანკალებს
და მაინც მხნედ არი!

როგორც ცხვირსახოცი,
გვარიანად
დასრესილ_დაჭმუჭნილი,
თანდათან იშლება,
თანდათან თავის თავს ემსგავსება
და თითქოს შიგნიდან
ნათდება დედალი!..



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები