ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2009


უბადრუკი თავისა


/ცადსაფრენი  წერილებიდან/


ძარღვში  დამცხრალი  სისხლი  მიცოცავს...
ღამეც  უღონოდ  ღმუის  კარებთან...
მიმცხრალა  ცეცხლი  -  ცინცხალ  სიცოცხლეს
ფიცხლად  ცისკენ  რომ  მიაქანებდა...

რაც  დღემდეც  ამ  ურჩ  გულთან  მარკინე,
რისად  ვივარგებ  კიდევ  მომრევად?!.
იმას  მაინც  ნუ  დამაკარგვინებ,
რასაც  ვეძებდი  მთელი  ცხოვრება!..

და  სულის  ლამის  მილეულ  პატრუქს
ჩამიქრობს  ვიდრე  ღამის  ბორია,
ერთს  გთხოვ,  მწედ  ჩემად  კიდევ  ხარ  თუკი,
ის  ძალა  მომცე,  რაც  არ  მქონია  -
რომ  არ  დავკარგო  ეს  უბადრუკი
თავი,  რომელიც  ძლივს  მიპოვნია...

2002 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები