ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: იუმორისტული
16 ოქტომბერი, 2009


დღეს ჩემი დღეა, ძმაო!( სრულად)

  ნამეტანი მომივიდა წუხელ.
  იმ სიცხეში ცივი დუ იაქე ( ორი ბოთლი შამპანური+1 ბოთლი ღვინო ), თავიდან კი გვესიამოვნა და ამიტომაც გავიმეორეთ სამმა, ოთხჯერ. ორ გაჭყლეტილ კონიაკს კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ ის ჭაჭის არაყი რაღა შავ ქვად გვინდოდა, ნეტავ?
  რამაზას ბრალია ყველაფერი!
- ვინც ეს ჭაჭა ბოლომდე არ დალიოს, ის იყოს პ--ჭი!!! - გაკიოდა მთელი ღამე.
  პირიქით კი ახდა. დათოს არ დაულევია და კაცს გავს დღეს, მე და რამაზა კი, პ--ჭებს.
  ოხ, რამაზ შენი!.. ხოა ღირსი მთლიანად ვაკისრებინო ,,პახმელიაზე" გამოსვლა?
  ჩემ ფეხებს იკისრებს...
  დავურეკავ...
- ჩამოეთრიე ბაღში...
- ჩამოვდივარ...

  ათ საათზე უნივერსიტეტის პარკში შევხვდით ერთმანეთს. ორ გასიებულ თავს და ვადაგასულ გამომეტყველებას, იქვე, ანალოგიური ფიზიონომიის, სამიც შემოგვიერთდა - ბიძინას, წიპას და ნოდარის სახით. ფული მხოლოდ ამ უკანასკნელს აღმოაჩნდა. სამაგიეროდ, ყველას სამყოფი.
- მწვანე ველში წავიდეთ. - წამოაყენა წინადადება ხაზინადარმა. იყო ასეთი ვეგეტარიანული რესტორანი ვაკეში, შამპანური ჰქონდათ ყოველთვის.
- ხო არ გაგიჟდი? ლობიო ვჭამოთ?! ხინკალი, მწვადი, არაყი და ლუდი! - ამოვიღნავლეთ ერთხმად.
- მე დიეტაზე ვარ და მწვანე ველში მივდივარ, ვისაც არ უნდა, ნუ წამოვა. - მოჭრა მოკლედ.
  ვინ იყო ხმის ამომღები? ზლაზვნით გავუყევით ჭავჭავაძის გამზირს.
- შენ სად გამოსკდი გუშინ? - ვეკითხები ბიძინას.
- ამ შტერს ავყევი - ვხვდები წიპაზეა ლაპარაკი. - ოპერაში წავიდეთ, ბუფეტში მაგარი შამპანური აქვთ და მაგარი ნაშებიც ეძრობიანო.
- რაზე კოჭლობს? ბალერონებმა ხომ არ გალახეს შეჩემა? - ვცდილობ გავიღიმო, მაგრამ ვერ ვახერხებ. იგივე ბიძინასაც სურს, მაგრამ ვერც ის ახერხებს.
- რაღაც სირული პრემიერა იყო ოპერაში. ოცი წუთი ძლივს გავძელით და ბუფეტში ჩავედით. შამპანური ავიღეთ. ორი ბოთლი რომ დავლიეთ, წიპამ ახლავე მოვალო და სადღაც წავიდა. მალე ზარიც დაირეკა და მაყურებლებიც გამოვიდნენ დარბაზიდან. ვინც მოასწრო, ყველამ ბუფეტში ამოყო თავი. ნაშები მართლა ბლომად გაეძრენ. თიკა, ნატა, ლიკა და მაგის სასტავი, ეკა, თავის გოგოებით, მარიკა, ლალი, მოკლედ მთელი ნაშობა იქ იყო. წავიდა პაჩი-პუჩი, ერთმანეთის მოკითხვა, იმ იდიოტობის გარჩევა. იასნია, ყველა - აუუუ, რა მაგარია გაიძახდა. ერთი მაგიდა, იქაურ ,,ზავსეგდატი" პედერასტებს ეკავათ. ხო აზრზე ხარ ვინც არიან? - მეკითხება იმ დროინდელი ცისფერი ბო მონდის წევრებზე.
  დავეთანხმე, თითებზე ჩამოსათვლელი მეტრაკე დადიოდა იმ დროს მორცხვად ქალაქში და ვინც იყვნენ ყველამ ზეპირად ვიცოდით.
- მოკლედ, მე ენით ზურგს ვიფხან, გოგოებს ვებაზრები. ქეთიც ჩვენთანაა. ჰო, ის ქეთი, წიპა რომ ,,უპადხოდებს" და ჩემი ფეხები გამოსდის. ანტრაქტის დამთავრების ერთი ზარი დარეკეს, წიპა არ ჩანს. არადა ვიცი ქეთის სანახავად წამომათრია ოპერაში.  გაისმა მეორე ზარის ხმაც,  შემცირდა ხალხი და უცებ რას ვხედავ - ბუფეტში ჩამოსასვლელი კიბის თავში  დგას წიპა, თეთრი ვარდებით ხელში. სიფათი აქვს დაყენებული, მიმიქარავს ალ კაპონე. დაგვალივერა, მოგვწვა სადაც ვდგავართ და დაეშვა კიბეზე,  ა ლა ბელმონდო. ორი საფეხური ჩამოიარა, დაუსხლტა ფეხი, იმ ჩემისას და სულ გორვა-გორვით შეუვარდა პიდარასტებს მაგიდის ქვეშ. თეთრი ვარდები სულ ფეხებქვეშ გადაუფინა. მთელი ოპერა ხარხარებდა, კინაღამ ჩავიფსი შეჩემა. იქ რომ ყოფილიყავი, მოკვდებოდი.
  ამის კომპლექსები ხომ იცი? კიდევ ეს უნდოდა ამ გაჭირვებულს. მთელი ღამე ,,ს გორია" ვსვამდით.
  ლაპარაკ-ლაპარაკით ,,მწვანე ველში" მივედით.
  რესტორანი თითქმის ცარიელი დაგვხვდა.
  მხოლოდ დარბაზის ბოლოში მდგარ მაგიდას მისხდომოდა, ორი... მანდილოსანი.
  მანდილოსანს ვამბობ, თორემ 80-ან წლებში, დილით, რესტორანში შესულ კაცი, წითელი ღვინით შემთვრალ ორ ქალს რომ დაინახავდი, არ მგონია, მათი მანდილის უმწიკვლოებაზე მტკიცე აზრი ჩამოგყალიბებოდა .
  ქალი, დილის თერთმეტის ნახევარზე ,  რესტორანში რომ იქნება და თან უკვე მთვრალი, ვერაა კარგი სანახავი, თუმცა, აიტანს კაცის თვალი, მაგრამ შესახედავადაც თუ შენზე უარესია და შენც ამ დროს, ვერაფერი დედის შვილი ხარ, ესაა აუტანელი, მითუფრო - ,,პახმელიაზე. ამიტომაც:
  - კარგი რა ნოდარ, რა გვინდა ამ საბანძეთში?! წამო სხვაგან წავიდეთ! - ავხმაურდით ერთხმად.
  - ვისაც არ მოსწონს, წავიდეს.
  - ფუჰ  შე ჩათლახო! მოიცა, ჩვენც გვექნება ფული! - ვსხდებით ბუზღუნ-ბუზღუნით.
  - ჯერ ხუთი შამპანური, სალათი, ფხალი, ლობიო, ყველი, სოკო, ხაჭაპური. დანარჩენი მერე.. - მისცა შეკვეთა, დამპატიჟებელმა.
  სასწრაფოდ დავხსენით ბოთლები და ჩამოვასხით.
  უუუფ, წავიდა მარა რა  წავიდა! პირველს, ეგრევე მეორე მოჰყვა. გამოვიხედეთ თვალებში.
  - აუ, რას გვანან არა ტო, ის ბანძები? - დაწმენდილმა თვალებმა უფრო რეალურად აღიქვეს, დარბაზის ბოლოში მსხდომ ქალთა ,,მშვენიერება."
  - აბა, ბიჭო, შვილი გყავდეს და ეგეთი, ჰა? როგორია?
  - ისე მშობლებს, ამათ ქალიშვილობაზე სადარდებელი ნაღდად არ ექნებათ. ამებს ვინ გაეკარება?
  - შენ ეგა თქვი.
  - კარგი რა, ამათი დედაც ვატირე, მეტი სალაპარაკო არ გაქვთ? - ბრაზობს რამაზი, ჩვენს მშობლებს გაუმარჯოს!
  მშობლების სადღეგრძელოს შემდეგ, დედ-მამიშვილების რომ მოდის ქვეყანამ იცის და ჩვენ რატომ გამოგვრჩებოდა?
  - კიდევ ხუთი ბოთლი მოიტანე! - გასცა ბრძანება ბიძინამ.
  - ამ ჭიქით ლამაზ ქალებს გაუმარჯოს! ალავერდი შენთან ვარ წიპა, გავიგე, მაგრად გისახელებია გუშინ თავი ნაშებში. - შევავსე და წარმოვთქვი სადღეგრძელო.
  - ქალების რა გითხრა, მაგრამ ქათმების დიდი მოწონება რომ დაიმსახურა ფაქტია. - მხარი ამიბა ბიძინამ. - კაცმა არც დაინანა, არც დაიზარა, ,,კალხოზნიზე" ჩავიდა, რაც ფული ჰქონდა, ფიროსმანივით, სულ ვარდებად აქცია და ხალიჩად დაუგო ,,მარგარიტებს".  მოიხიბლებოდნენ, მა რა იქნებოდა! - და წავიდა წიპას გაღადავება:
  - მოგვჭერი ბიჭო თავი?!!
  - მამაშენმა იცის, ეე?!!
  - ქეთოს რა ვუთხრათ, ქეთოს?!!
  - შენ... კანკრეტნად გევასება რომელიმე, თუ ჯერ ვერ აგირჩევია?
  - ეს გვითხარი, პროსტა გევასება თუ გიყვარს, ტო?
  - დაბმის პერიოდი გაქვს თუ, უკვე საქმეზე ხართ გადასული?!!
  - არა, რა! ეტყობოდა ამას ასე რომ დაამთავრებდა!!!
  - ასე თქვენ დაამთავრებთ, შეჩემა! - ამოუვიდა ყელში წიპას. - პიდარსტები ხართ აბა ვინ ხართ? ყრიხართ აქ და ბოდიალობთ რაღაცებს! თუ კაცები ხართ და რამის შნო გაქვთ, ეგერ ეეე, ორი გოგოა და გადმოიპატიჟეთ.
  წიპას სიტყვებმა გაგვახსენეს, მარტო რომ არ ვისხედით დარბაზში. გავხედეთ ქალებს და... არ იყვნენ მთლად დასაწუნები. ერთი სადღეგრძელოს შემდეგ კი ყველას გულწრფელად გვიკვირდა,  თავიდანვე რატომ არ მოვიწვიეთ ის დალოცვილები სუფრასთან.
  მორიგი ხუთი ბოთლი და ის ორი ქალბატონი, სუფრას ერთდროულად შემოვამატეთ. ცოტა კი ვართ შევიწროვებულები, აშკარად არ გვყოფნის ერთი მაგიდა, მაგრამ ამას ვინ დაგიდევთ, ის კი არა, თითქოს გვსიამოვნებს  კიდეც ეს სიმჭიდროვე. ჩემს და წიპას შორის, მაგიდის კუთხეში, ერთი სტუმარი ჩავაკვეტეთ. მეორეს, რამაზის და ბიძინას შორის გამოვუძებნეთ ადგილი.
  სულ სხვა პეწი მიეცა სუფრას. აბა რა იქნება, ,,ვარსკვლავივით" გოგოები გვიკიაფებენ სუფრას, მოტმასნილი სხეულებით უკეთესი მერმისის იმედს გვისახავენ და რომელი ორი იქნება, ამ ხუთი  მამრიდან ბანოვანთა ღირსი,  მხოლოდ ჩვენზე  და ჩვენს მარიფათზეა დამოკიდებული.
    - მაღლა-მაღლა რომ დაფრინავ,
      ვარსკვლავი ხომ არა ხარ... - შემოსძახა რამაზიმ, აშკარად, თავის გამოჩენის მიზნით.
  - მაღლა- მაღლა რომ დაფრინავ,
      დაბლა იარე!.. - აჰყვა ნოდარიც იგივე მიზეზით. და ასე ბოლომდე ერთხმაში იმღერეს, ორი სხვადასხვა სიმღერა. როგორ მოახერხეს ვერ გეტყვით, მაგრამ მღერისას, ორივე ერთობ კმაყოფილი რომ იყო და მშვენივრად უგებდნენ ერთმანეთს, გუშინდელივით მახსოვს.
  სანამ ორი ,,ბულბული", ყელმოღერებული გალობდა, ჩემს გვერდით მჯდომი ქალიშვილი, კიდევ ერთხელ შევათვალიერე. 
  ჩაცმით, ჩემსავით აცვია: კედები, ჯინსები, მაისური.
  შესახედავად, სამი ბოთლი შამპანურის მიუხედავად, მომკალი და... ვერაფერი, მაგრამ... მიზიდავს, მიზიდავს, თან ისე - ლამისაა საკუთარი ტყავიდან გამოვძვრე.
  კონკურენტ ,,ფირმას" - წიპას გავხედე და კარგა ხნის ჩაბრედილ-ჩაფერფლილია, უკვე.
  მიდის სიმღერა და სადღეგრძელო, მონაცვლეობით. მათი უმეტესობა ცხადია გოგონებს ეძღვნება და დიდი გამოცნობა  არ უნდა, სულ ვახტანგურად ისმება.
  - მე მანუჩარ მაჩაიძე მიყვარდა.- მოულოდნელად გამოაცხადა ჩემმა პასსიამ.
  - შემივსეთ! - შევყვირე და ფეხზე წამოვხტი . - ამ ქვეყნად გენაცვალე, ფეხბურთი  ყველაფერს მირჩევნია. ფეხბურთში ყველა გუნდს, ,,დინამო", ,, დინამოში" კი ყველას, მანუჩარ მაჩაიძე (ვიცრუე ოდნავ). ამით, დიდ კაპიტანს გაუმარჯოს! - ჩავცალე ბოლომე და სასმელზე მეტი დილიხორით, ჩემ გვერდით მჯდომს დავეწაფე. არც მას დაუმორცხვია.
  შეშურდა, მარა რა შეშურდა წიპას.
  არა ბიჭო! მაგ ჭკუაზე ვარ ახლა, ნაშას ავახევინებ .
  რამაზი და ნოდარი ისევ ,,აპრობირებული მეთოდით", სიმღერით ცდილობენ, საზიარო მდედრის მოხიბვლას და - შენ ხარ ვენახი - წამოიწყეს.
  აღტყინებულ ხვადთა სულისშემძვრელ ყმუილს ვეღარ გაუძლო მდედრის შარდის ბუშტმა. წამოდგა ქალბატონი და რვიანების ხაზვით ტუალეტისკენ გაემართა. ბიძინამ გაცილება ითავა. გააცილა და იმ დღეს უკან, აღარცერთი დაბრუნებულა.
  იქითა ფრონტზე გაირკვა ყველაფერი.
  ,,კარუზოს" და ,,ჯილის" პაექრობაში, პრიზი მოულოდნელად ბიძინას გადაეცა.
  აქეთ ისევ გრძელდება მცირე, ტაქტიკური ხასიათის ბრძოლები, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ომის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ცოტაც და მოწინააღმდეგე სრულ კაპიტულაციას გამოაცხადებს. ძველებურად ვეღარ აქტიურობს, გატრუნულია, სმაშიც ვერ არის ჩვენნაირი ,,ტარიელი"და ასეც და ისეც მოთავებულია უკვე.
  ქალი, დამსახურებულად მე მეკუთვნის.

******************

  - ალო?.. კი, კი, მღვიძავს... შენ და წიპა ხართ?.. ჩამოათრიე ის დებილი და ჩამოდით.
  ხუთ წუთში ბიძინა და წიპა ჩემთან იყვნენ, სახლში.
  - ცოცხალი ხარ? ტრიხამონზე ბაზარი არ არის, თუ რამე ავადმყოფობა არსებობს, სწორტერფიანობიდან დაწყებული, მასტოპატიით დამთავრებული, ისე მგონია ყველაფერი ავიკიდე, შეჩემა. - შეცბუნებული ღიმილით მეუბნება ბიძინა.
  - უმწიკვლოების მეწამული წვეთები დააღვრევინე, ბიჭო დედოფალს? სად გაუბედურდი შე საცოდავო? - გულწრფელად დამწყდა გული, ძმაკაცის ახალშეძენილ დაავადებათა სავარაოდო მენიუ რომ წარმოვიდგინე.
  - არააა, კიდევ კარგი, მაქამდე არ მისულა საქმე!
    ბაღში შევედით, თავიდან თხლად დავიწყეთ, მერე თანდათან დავუწყე ჟღლიმვა, გავხადე , უკვე უნდა ვეცე და ... გაახარებთ ღმერთი, ,,ძაღლები" არ შემოვიდნენ ბაღში.
  ავდექი, წყლის დასალევად გამოვედი, პირზეც შევისხი. გამომაფხიზლა, ტო. უცებ აზრზე მოვედი, ვის ვკოცნიდი და ვისთან, რას ვაპირებდი. როგორც შენ არ დაბრუნებულხარ კახა, ისე მე. ეგრევე კიბეებზე ჩავცუნცულდი და მოვხიე სახლში.
აზრზე მოდი, ,,დაჟე" ოდეკოლონი გამოვივლე პირში.
  აუუ, რას გავდნენ არა ბიჭო?
    ისე, აგერ წიპა ამბობს, მეორეს მაგრა ვეთომარე, კახას გაუტყდა, ადგა და წავიდაო. მართლა ასე იყო?
  - მთლად მასე არა, მაგრამ, ამ გამოსირებულს კი უნდა ვუმადლოდე, ვენეროლოგთან რომ არ მიმეჩქარება, ახლა.
  - მოყევი როგორ იყო. - დაინტერესდა ორივე ჩემი ვერსიით.
  - ,,კაროჩე" სადღეგრძელოს დროს ხო ვებრძგვენი ტუჩებში? ვებრძგვენი. მერე წავიდა ფლირტი. წიპა ზის გაყურსული. ბიჭო, კი ვებაზრები ამ ქალს, მაგრამ დროდადრო მეწვევა ხოლმე საღი აზრი და მახსენდება რომ ბანძია, რა. მარა,  წავა ეს დალოცვილი აზრი და მინდება ისევ. ვარ ამ გასაჭირში. ის ჩათლაშკაც მიხვდა ეტყობა,  რომ ვერ გადამიწყვეტია. მომეწება, მარა რა მომეწება. გავიხედოთ და ფეხზე არ დამადო ხელი.
  აზრზე მოდი ტო, ქალი მიყურებს დაბნედილი თვალებით და თან ფეხებზე მეთომარება.  ასეთ სიტუაციაში, ღმერთი-რჯული, პირველად აღმოვჩნდი.
  მისვამს ამ ხელს და თან ზემო-ზემოთ მოუყვება. ცოტაც და უკვე იმ ადგილამდე მივა, მის მიმართ ყველაზე ლოიალურად რომ არის განწყობილი.
  ბიჭო, გამოვსირდი კაცი! ამ ,,ნააბაროტ" სიტუაციამ ,, ვაბშე".გამომაფხიზლა. ალალად ვხედავ მაგარი ბანძია, მაგრამ ლამისაა ზედ დამაკვდეს ქალი და როგორია? რა უნდა ქნა?
  ცოტა ხანში, ერთი ღერი სიგარეტი აიღო და თავის ჭკუით, მაგრა ,,სექსუალნა" ჩაიდო პირში და მომიკიდეო მეუბნება. მეორე ხელით, ვითომც არაფერი, აგრძელებს სვლას დანიშნულების ადგილისკენ.
  ავიღე ასანთი, ვუკიდებ და რას ვხედავ, ცეცხლი რომ არ ჩამქრალიყო, მეორე ხელი არ  მოაფარა.
  ეეეე???!!!. ქალის ორივე ხელი ჩემ თვალწინაა ბიჭო? მა ეს რაღაა მამაძალი, უკვე ღილებში რომ მიძვრება?! ჩავხედე და წიპას ხელი არ არის... თავის ჭკუით, იმ ბანძს ეთომარება ბაყვებზე.
  - ეეე! რას შვები ბიჭო, ხომ არ გამოსირდი? - შევკივლე,  უკვე სრულიად გამოფხიზლებულმა.
  - მაიცა რა კახუშ, ხომ ხედავ, დღეს ჩემი დღეა, ძმაო! - ამოიზმუვლა და ამღვრეული, ჩასისხლიანებული, თვალები უაზროდ მომაპყრო.
 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები