ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პროზა
13 ოქტომბერი, 2009


მოსე (რომანი-გაგრძელება- V თავი)

                                                                      თავი მეხუთე

      ვარდისფერი ბურთულების იმედი გაქვს?..... ვაი და ვაი.... ეგაა სწორედ რომ დაგღუპავს...ეგ.....
არა, რაღაც ისეთი უნდა მოვიმოქმედო, დამეხმაროს...
რა უნდა მოიმოქმედო?...რა?....
რა უნდა მოხდეს ისეთი, შენი ჩაწოლილი, ზარმაცი მუზა  გააღვიძოს ისე, რომ არ დაემთქნაროს, უნიათობის აბლაბუდაში გახვეულს...
სულ ძილი და ძილი რომ ეზმანება!.....
მიკვირს უფლის სამსახურში რომ არის კიდევ და არ მისცეს უვადო შვებულება...თუმცა რა..... შვებულებაზე მეტი არაა?... ვეღარაფერს წერ და......
სულ ერთი სიტყვა, ერთი სიტყვა მაინც მითხარი,
რა გეზმანება, ჩემო მუზავ, როს გძინავს მშვიდად?

........ნილოსის მშვიდი ფშვინვა და ტალღის დგაფუნი...ისევ არ მაძინებს....
ძნელია...ძნელი უარი თქვა ...წახვიდე სადღაც..... სადაც, რა გელის კაცმა არ იცის.....უფალმა?... უწყის...და ეს რწმენაა ყველაზე ძნელი.....სხვა დაარწმუნო იმაში, რისიც თავადაც ძლივს გჯერა.... თანაც  უნდა უქადო...თაფლი და რძეო...თავისუფლება.....
....... ,,გამოუშვი ჩემი ხალხი, რათა თაყვანი მცენ!’’......
და კვერთხი ძირს ისე დაეცა...დარბაზი შეხტა...ფარაონმა წარბი აჭიმა..... როგორ მიბედავს მშიერი მონა?!.....და უცებ კვერთხი გველად რომ გადაიქცა..... ხმამაღლა ისე  ახარხარდა, ლამის გამწვანდა....თავის ქურუმებს ხელით რაღაც ანიშნა და.... ასისინდა დარბაზში ერთად თორმეტი გველი და მოსეს გველმა თორმეტივე რომ გადაყლაპა, სახე სიბრაზემ გაუქვავა, თუმც არა... სულაც არ შეშინდა....და ვაი, ნეტავ, შეშინებოდა.....
.........,,გამოუშვი ჩემი ხალხი..... გამოუშვი ჩემი ხალხი.... გამოუშვი ჩემი ხალხი!..
და ამის შემდეგ ცხრა განსაცდელი...თავს დაატეხა.....

  ეზმანა, თითქოს ჭერათხევის მთელი  შემოგარენი სომხებს გაევსოთ.... და მოდიოდნენ, მოდიოდნენ.... სადაურნი ხართ? სპიტაკელნი...თქვენ?... მეც...რა ხდება , ნეტავ რატომ დაძრულან?....აქ, საჩხერეში რა დაკარგვიათ....
და მერე.... როცა თავისი სახლის მიწისძვრით დაბზარულ კედლებს ათვალიერებდა, გულგასერილი....უეცდრად გაახსენდა.....  ზმანება!... თურმე ამით ნიშანს მაძლევდა......
აზანზარებულ სკოლაში  ჩანთისათვის შეტრიალებული პატარა გოგონას სევდიანი თვალები....რას ეძებ?...ჩანთას.....
და სკოლა გრუხუნით თავზე დააწვა.....

....... ჩემი პირმშოს სიცოცხლით ვაზღვევ....დამნაშავე ვარ შვილოოოოო! დამნაშავე....
დამნაშავე, რომ არ დავიჯერე...მაინც ნეტავი, რამ გამაკერპა?! რამ გამისალა ასე გული?!
ვერც მწერთა უნდო შემოსევამ, ვერც საშინელმა სეტყვამ და ვერც სამდღიანმა უკუნეთმა ვერ ამიხილა გულის თვალი, გულთამხილავი....
დამნაშავე ვარ შვილოოოოო! ....რაღად მინდა აწ დიდება ფარაონისა.... ტახტი და გრძნეულთა ულევი ძალა?!......
დამნაშავე ვარ შვილოოოოო!.... დამნაშავე!....
და არა.... ამას ვერ ვაპატიებ, ვერ გავუშვებ საძაგელ მონას..... ის მიზღვევს ამ სისხლს და არ მეშინის მისი ტაკიმასხრული ღმერთის!

...... და აიძრა მთელი ლაშქარი...აიძრა და დატოვა აფხაზეთი.....
სექტემბრის მიწურული იდგა, ხავერდოვანი სეზონი გაგრული ზღვისა....
დაცარიელებულ პლაჟებზე უჩვეულოდ გამაყრუებელი სიჩუმე ჩამომდგარიყო....
ზღვაც კი გრძნობდა, რომ რაღაც ისე არ იყო და ნაპირი ათასფერი ნიჟარით აევსო,
თითქოს ამით უნდოდა ურთიერთხოცვით გართული ადამიანები ერთი წუთით მაინც გამოეფხიზლებინა სისხლით თრობისაგან და თავისთან მიეტყუებინა, რომ მათ სხეულებს დანატრული, ნაზად მილამუნებოდა.....

...... ვარდისფერი ბურთულებით აწყობილ ფიგურებს ნელა მოაცილა თვალი....
და მაგიდის ერთ წერტილს გაუსწორა....
იცოდა, თუ აჩქარდებოდა.... ოთახი უსასრულო ბზრიალს დაიწყებდა და...... 
არა, წერა ახლა არ უნდა შეწყვიტოს.... არაფრით!...როგორც იქნა,  დაიჭირა მღვიძარე მუზა და ახლა?....
ვარდისფერი ბურთულა.....

                        (გაგრძელება იქნება)                                                                              12 ოქტომბერი. 2009წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები