ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
17 ოქტომბერი, 2009


კედი და იდეკი (სულელური სიზმრებიდან)

http://www.youtube.com/watch?v=qmi3EPUrw6g&feature=player_embedded#

-- შენ იცი დღეს ციდან რა მოდიოდა?
-- რა?
-- არ იცი? - ისეთი გაოცებული სახით შეხედა, თითქოს, თითქოს... ნუ თითქოს რაღაც იყო რა...
-- მითხარი რააა წვიმა? თოვლი? და თოვლს ეხლა რა უნდა...
-- და შენ იცი წერტილი პირველმა ვინ დასვა?
-- ეეე კაი რა... რა დროს წერტილია აუუუუუუუუუუ
-- გეკითხები წერტილი იცი ვინ დასვათქო?
-- ვერა ხარ შენ ხო იცი.

იცი რადიოშოკოლადი იასამნისფერ სივრცეში იყო გამოკიდებული და ზედ ჩამომსხდარი ყველაზე უცნაური არსებები მოვარდისფერო საპნის ბუშტებს დედამიწისკენ უშვებდნენ. მერე ხელის გულებიდან პატარა სურვილების ქაღალდებს აფრქვევდნენ და მოწყენილი თვალებით იცინოდნენ.

- მე კედი ვარ
- მე კიდე იდეკი
- ჰა ჰა ჰა მასეთი სახელი არ არსებობს
- მერე რა, არც შენ არსებობ...

მიფრინავდა სივრცე... არა, არა. მიფრინავდა რადიოშოკოლადი. ხო, აი ასე! მიფრინავდა და მიაფრენდა არსებებს და არსებები კიდევ უფრო მეტად სასაცილო თასმებს მიაფრენდნენ.

- იდეკი, იდეკი სად ხარ? მოდი ხელი მომკიდე, ვითამაშოთ.

იდეკი სადღაც დამალულიყო და პატარა კოლოფს უხილავ სადენებს აცლიდა.

- იდეკი ნუ იმალები, დაგინახეეეე
- არა, ვერ დამინახე...
- კი, დაგინახე
- ჩვენ არ ვარსებობთ
- ვარსებობთ, ნახე - და ხელი დედამიწისკენ გაიშვირა, სადაც კედის და იდეკის მსგავსი არსებები დროთაგანმავლობაში სასაცილო ამბებს ერთად ქმნიდნენ. 


- შენ იცი დღეს ციდან რა მოდიოდა?
- ცნებების წვიმა?
- ვაიი
- რა?არა?
- კაი არაფერი. არადა სხვანაირად დავიწყე რა
- დაიკიდე.

ვინ, რა და როგორ დაიწყო არავის აინტერესებდა, უბრალოდ არსებები არარსებულ სივრცეს შესცქეროდნენ და რადიოშოკოლადს მოწყენილი თვალებით ესაუბრებოდნენ.

- არ დაიძინო 
-- ოფ, მეძინება თან ხომ იცი შენი რადიოშოკოლადი მაძინებს...

ეს ზუსტად ის დრო იყო, როდესაც საათის ციფერბლატზე არარეალური სათი იღბეჭდებოდა და იასამნისფერ სივრცეში ვიღაცეების ხმები ნელ-ნელა ჩაჩუმებას იწყებდნენ.

- იდეკი, იდეკიიი მოყოლა ჯერ არ დამიმთავრებია ნუ იღვიძეეებ
- მეღვიძებააა
- აი, სულ ასეა . სიზმრამდე იდეკი
- სიზმრამდე კედი...

ბოლოს რა მოხდა? რა ვიცი, დედამიწაზე სადრაც გათენდა, სადღაც კი პირიკით  და ასე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები