ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2009


და რა რთულია!..

უცნაურია, მოლოდინზე ტვიფრავ სტრიქონებს,
უფალმა უწყის, ეგ წამები როგორ გტანჯავენ,
აღაპყრობ თვალებს და უამრავ მიზეზს იგონებ,
არაფრისმაქნისს,_ ტკივილები ვეღარ დაჯაბნე.

დუმილის მიღმა ხედავ დროის შიშველ ნატურას,
ნაოჭებისგან დაჭმულ თითებს შუბლზე ატარებ,
მკვახე ხილივით უარყავი მწიფე ნატვრები,
რომ დაგეკარგა ბედისწერის მრუდე სათავე.

ქარიც, მას შემდეგ, როცა სულის იგრძნო ხმაური,
გამძაფრებული, ახლა უკვე ქარიშხალია,
სხვებისკენ ტრფობით მიმართული მშვილდი ამურის,
გიკვირდა, შენთვის რატომ ჰგავდა უფრო შხამიანს.

უერთგულებ და სიკვდილამდე გემახსოვრება,
ვისაც ლექსებში აღმერთებდი, ვინც იყო ერთი...
და რა რთულია,_ დაცემამდე გირტყამს ცხოვრება,
გღლის მარტოობა, განუყრელი ტვირთი პოეტის.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები