ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2009


მოდი, გესაუბრო...

ალბათ არც იდარდე,
ანდა რაღა დაგრჩა
ამ ბოროტ მიწაზე,
ცა არის საუფლო...
მაგრამ  დაგიძახებ,
თუნდაც სულ ბოლოჯერ,
მოდი, კიდევ ერთხელ
მინდა გესაუბრო...

გახსოვს, მეგობარო,
როცა ვთამაშობდით,
ჯოხით ამოვჩიჩქნეთ
მინდორში მიწა...
თუმცა ცივი არის,
მაინც ათბობს მკვდრებსო,
(სითბო რაღად უნდა
მიწისქვეშ ფიცარს?!)

მერე გავიხსენებ
წუთებს ბავშვობიდან,
ცრემლი შეიწოვა,
მიწამ გამალებით...
ახლა ისე მინდა,
ბედს რომ დავემდურო,
წარსულს გავეკიდო,
და დრო ახლანდელი -

დავთმო, მივატოვო
ცუდი სიზმარივით,
გავუყვე მოკლე გზას
რომ ადის საუფლოს,
ისე მომენატრე,
მაინც დაგიძახებ,
მოდი, კიდევ ერთხელ,
მინდა გესაუბრო...

ლიკა ოხანაშვილი
19.10.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები