ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2009


ა(რ)მინდები

უცებ აირია ამინდები,
იქნებ, პოეზიით მოთბეს გული,
სივრცე დაღლილია გარინდებით,
ღამეს თვალები აქვს გროტესკული.
ღრუბელს ჩხაპნის ელვის ხმელი ტოტი,
ვხვდები, დაიწყება ახლა წვიმა,
ვერცერთ ჩარჩოში ვერ ჩავეტევი,
შენთვის უჩვეულო ნახატი ვარ.
სუნთქავს ჩემი ფიქრის ორეული
ზღვაში მიტოვებულ იალქნებზე,
უკვე ისტორია მორევია
დროს
და მის ნაკვალევს გიანდერძებ.
ლექსად მოგონებას ვტოვებ ულევს,
ისე, რა ხანია, არ მინდები,
ვფურცლავ მარტოობის ტომეულებს...
ვბოდავ - აირია ამინდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები