ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2009


<><><>(მაქსიმუმ ის, რომ დავარდეთ გირჩი)

მაქსიმუმ ის, რომ დავარდეთ გირჩი,
არ ყვითლდებიან მაინც ნაძვები
შემოდგომაზე...მეც ასე ვირჩევ:
ამ ცხოვრებაში თუ ღირს გაძლება,
იმიტომ ალბათ,რომ ასე დავრჩე-
გაუხუნარი თეთრი სამოსით,
წიგნები- ჩემი ცხოვრების სარჩო-
შემოვალაგო მაღალ თაროზე.
გუშინ ქუჩაში გავედი სისხამ
დილაზე...
(ფიქრი -უზმოზე ხემსად).
კვლავ საფეთქელთან მაწვება სისხლი,
წინათაც ასე იყო და დღესაც.
თვალებში ცრემლი არაა წესი,
მე ვამჯობინებ ყელიდან ტირილს.
გაჩუქეთ ასი შიშველი ლექსი,
სანაცვლოდ სითბო დაგტყუოთ ვინმეს
იქნება..მაგრამ ფარსია ესეც...
(ერთი ფერია ყოველთვის ნაძვი).
ამაღამ ალბათ მთვარესაც ვესვრი...
მაგრაამ ესაა...სულ მარტო გავძლებ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები