რას ვტოვებ, ჩემო? - შემცივნებულ ლექსებს რვეულში, ფოთოლცვენას დაუსრულებელს, (და არა მარტო...) ბუდემოშლილ მერცხლებს - ჩემსავით, ორიენტირი რომ დაკარგეს თბილი ქვეყნების... რას ვტოვებ? - სიზმარს, სიცხეს, ქვიშას, ბუტაფორიას... შენთან მოვფრინავ, დაკემსილი ფრთებით მოვფრინავ - მე - მარტისქარებმოკვეცილი დ ე ლ ტ ა ბ ო რ ი ო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|