ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: იუმორისტული
21 ოქტომბერი, 2009


ავტოპორტრეტი

რა დაგიშავე, ღმერთო?
რატომ გამწირე ასე?
გულში ხალისი მენთო,
სიცელქით ვიყავ სავსე...

ვგავდი პატარა ოდას
ტანკენარსა და სადას...
წლებმა კი ციცქნა ოდის
გაფართოება სცადა...

აივან-ლოჯიები
გარშემო მომაშენა...
ვემსგავსე ციხე-დარბაზს
(გულმაც უმატა ქშენას)...

რა ვქნა? ვეღარ ვცნობ ჩემს თავს,
იქნებ მატყუებს თვალი?
სარკეში ანარეკლი
ჩანს “დვარეცივით” ქალის!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები