ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2009


მე აქ ვარ... შენთან...

მე აქ ვარ შენთან... მე აქ ვიყავი...
წასვლასაც არსად არ ვეპირები...
არც შენ წახვიდე... არც შენ დამტოვო..
თორემ ბავშვივით გაგეტირები...

ნახე რა ახლო-ახლო მივიდნენ
ჩვენი ხელები... ჩვენი ტუჩები...
ვიქნები ასე... იყავი ასე...
თორემ სიკვდილს ვერ გადავურჩები...

სულ შენი სუნთქვა უნდა მესმოდეს...
გსუნავდე, როგორც ირემს ირემი...
სხვაგვარ სიცოცხლეს არა აქვს აზრი...
სხვაგვარად ქვესკნელს დავიძირები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები