ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2009


აისის სალამურები



უსიყვარულოდ ვინა თქვა
ფიქრის და ლოცვის ძალაო,
ან-ბედნიერი ვენახი
და სხივოსანი ყანაო,
ან-წყაროების გალობა,
ქვის სითბო,ძუძუს ღალაო,
ან-ოქრომკედის სართველად
დაბრუნებული ჯარაო,
ან-სამარეში ნათქვამი:
“სულ მანდ მენახე,ქალაო.”

უსიყვარულოდ ვინა თქვა
სიმთა და სხივთა წკრიალი,
ან-ვარსკვლავების დობილი
ფრინველი,ღმერთის ხმიანი,
ან-ჰორიზონტზე ელვისგან
დაჭრილი ალვის შრიალი,
ან-ზამთრის შუაღამეში
იის თვალები,მზიანი,
ან კიდევ-ზესკნელ-ქვესკნელში
სამოთხის ფერთა ბრიალი.

უსიყვარულოდ ვინა თქვა
კლდეზე ბიბინი იფქლისა,
სიკვდილ-სიცოცხლის ნათება,
უცნაურობა იღბლისა,
ან-ქარიშხალში ტარება
მარადიული ტვირთისა,
ან-სასწაული უებრო,
საუნჯე ყველა დღისთვისა-
ცამყარის მამშვენებელი
ფერისცვალება სიტყვისა.

უსიყვარულოდ ვინა თქვა
უსასრულობა გზებისა,
ან-სიღრმეები სივრცისა
და სილამაზე ზღვებისა,
ან-ყვავილობა გულისა
და სიმსუბუქე ფრთებისა,
ან-ამაღლება დროშისა
და სინანული მტრებისა,
ან-მწვერვალებზე მბრწყინავი
სანთლები უკვდავებისა.








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  natinat ვულოცავთ დაბადების დღეს