ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 ოქტომბერი, 2009


სულელი ნინიკო რომ გაგდებდაო...

(ექსპრომტი ვერლექსად)

ისე მიიყუჟე ჩანთის ბოლოს,
როგორც დიდრონთვალა ცელქი ბავშვი,
დედა რომ აშინებს: "ჩაგაბარებ
ცუდო, უპატრონო ბავშვთა სახლში".
მაგრამ შენ თვალები სულაც არ გაქვს,
მხოლოდ ნაქარგებით მუსაიფობ,
ერთი ცეროდენა სამაჯური,
გუშინ რომ გაგდებდა ჩემი ნინო...
ახლა მიიყუჟე ჩანთის ბოლოს,
სუ, სუ, ცრემლები არ დამანახვო,
ცოტა გადაუვლის სიბრაზე და
ისევ დაგიბრუნებ დედას, კარგო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები