ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
6 ნოემბერი, 2009


ვაჟა ხორნაულის (ანთა ნათელიძე) წიგნზე

                                                                                    მაპატიოს ავტორმა, თუ უნიჭოდ გამომივიდა...
                                                                                    ძალიან მინდოდა ამ პატარა ლექსებით გადმომეცა
                                                                                      ჩემი განცდები, მისი წიგნის შესახებ..."სამოთხის წყალში ოქროს თეზი
                                                                                                                                                      რომ გაიელვებს"
                                                                                 

          კიდევ ერთხელ მინდა ჩავუჯდე..
          წიგნი კი არა, გადავშალე
          მე ღვთის საუნჯე...

საოცარი წიგნია, ოქროს თევზი გაიელვებს კი არადა...ცვივა და ცვივა ოქროს თევზები...დანახვით ხომ დაინახავს და დაინახავს მკითხველი... და დაჭერაც არის შესაძლებელი...გირჩევთ ყველამ გადაშალოთ და წაიკითხოთ ეს წიგნი...
გარწმუნებთ, ბევრს თუ არა, თითო ოქროს თევზს აუცილებლად დაიჭერთ...

        ეს თქვენი წიგნი, ცის ნაგლეჯივით
        მიჭირავს ხელში და ზედ დავცქერი...

ამბობენ: გემოვნებაზე არ დაობენო...მაგრამ აქ სხვა შემთხვევაა, გემოვნება აღარაფერ შუაშია.
შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს ცა, ან მზე, ან ჰაერი?...მისი მოკლე ლექსებიც ამათ გავს...
შემოდის შენში მზესავით თბილად...ცასავით სუფთად...ჰაერივით საჭიროდ...

        ყველა სიტყვა სულს ესალბუნება,
          ამ წიგნის ენით,
          თვითონ სამყარო გვესაუბრება...

ამაღლებულ განწყობაზე დგები...თავთავების მუსიკა გესმის...გვირილას პატარა გულისფეთქვას გრძნობ...
ფრინველივით, მხრებზე დაიხედავ თავმომწონედ და გეამაყება, რომ ადამიანი გქვია...ასეთი საოცარია მისი
პოეზია...მოაქვს ყველაფერი ის, რაც სამყაროში დამალულია, რაც არ ჩანს და რაც ყველაზე საჭიროა ადამიანისთვის თუ ადამიანობისთვის...მოაქვს ისე, რომ ხილული ხდება და ყნოსვითაც შეიგრძნობა...

                თეთრი ქათქათა ფურცლებით,
                გვირილისფეხა ლექსები,
                დადიან თავისუფლები...
                დადიან ფეხით და დააქვთ
                დიდი მზისხელა გულები...

ამით სულ ერთიციცქნა სიყვარულიც ვერ ვთქვი, რაც მისმა წიგნმა მაჩუქა...

              ეს წიგნი მაინც საოცარია,
              ვკითხულობ...ვსუნთქავ
              და მიხარია...

                      სად შეგიძლიათ?...
                      ეს ამდენი მშვენიერება
                      ერთად შეკრიბოთ?...
                      ცის სარკმელნი კი
                      ისე ჩარაზოთ,
                      ბინდის ნამცეციც არ შეეპაროს...
                      თუნდაც დამძრახოთ,
                      არ შემიძლია, არ შემიძლია, 
                      თქვენობით, რომ არ
                      გელაპარაკოთ!!!!

                    ღმერთს მადლის კალთა,
                    თქვენზე ბოლომდე დაუქნევია,
                    სახელი ვაჟა, დედას
                    რა სწორედ დაურქმევია?!
მიყვარხართ ბატონო ვაჟა..დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენს მკითხველს კიდევ უფრო მეტად უყვარხართ...

                  კიდევ ერთხელ მინდა ჩაუჯდე...
                    წიგნი კი არა,გადავშალე
                    მე ღვთის საუნჯე...
             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები