ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

შემოდი ჩემში...

შემოდი ჩემში...
დარჩი ჩემში...
ჩემთან იყავი...
აღარ წახვიდე არასოდეს სხვაგან და სხვასთან...
გამომიცოცხლე წუთისოფლის ყალბი იგავი,
თორემ სიცოცხლე უშენობით დახმა, დახავსდა...

ნუ მეუბნები:
- განშორება ხარკია დროის!
სხეულს მიფატრავს ამ სიტყვების იდუმალება
და ეკარგება მოფარფატე სულს მყუდროება
და მტკივა უკვე ჩემი ცოცხლად გარდაცვალება...

განმისხეულდი...
მეთანადე...
გამიმარადდი...
და რაც ეკლებმა უშენობის ფიქრებში მკაწრეს,
ისევ ალერსის ჩანჩქერებით გამიფერადე
მარტოობის და უშენობის მწველი სიმკაცრე...

შემოდი ჩემში...
დარჩი ჩემში...
ჩემთან იყავი...
მეტად ასე შორს ამდენი ხნით ვეღარ გიგულებ...
გამომიცოცხლე წუთისოფლის ყალბი იგავი...
და მეც ბაგეებს ცხელი კოცნით მოგირიკულებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები