ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2009


ჩემს თვალებს რომ ვხედავ

მიყვარს, შენს თვალებში ჩემს თვალებს რომ ვხედავ,
ქარი დალალების სურნელებით ტკბება,
გვხიბლავს ერთმანეთი დაუვიწყარ ხედად,
თავი ამოწურეს მოლოდინის ტბებმა.

როცა მარტოობას იდილია შეცვლის,
დროსაც აზვირთებულ ოცნებებზე გაცვლი,
ყველა დაბრკოლება მიზერია შენთვის,
იძენს ბრწყინვალებას ყველაფერი ბაცი.

მიყვარს, შენს თვალებში ჩემს თვალებს რომ ვხედავ,
არის სისულელე კამათი... და რადგან
ყელთან იგრძნო სუნთქვის სიახლოვე მკერდმა,
გული საგულეში ვეღარაფრით ჩადგა.

ხელით დავატარებთ ფოთოლცვენის კადრებს,
გვესმის ქუჩებიდან წვიმის ნელი ვალსი,
სადღაც ჩურჩულია მობუზული ჭადრის,
ერთად შემოდგომის პეიზაჟებს ვავსებთ.

მიყვარს, შენს თვალებში ჩემს თვალებს რომ ვხედავ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები