ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
13 ნოემბერი, 2009


თავი 12. ლოტელები ("შორია დედამიწამდე...")

დადგა გაზაფხული.
თეო სულ ელოდა, როდის ეტყოდა გიორგი, “სადმე, რომელიმე პლანეტაზე  უნდა გაემგზავროო...”
ხან ლოდს მიაჩერდებოდა-ხოლმე მოლოდინით სავსე თვალებით, მაგრამ...
გამგზავრებაზე აღარცერთი იღებდა ხმას.

გრძნობდა თეო, რომ ეს შესვენება მხოლოდ რაღაც ახლისა და მნიშვნელოვანის ნახვის მომასწავებელი იყო, მაგრამ რისი? – არ იცოდა ჯერ.

თავის ირემზე ამხედრებული დასეირნობდა ბაღში და გრძნობდა, რომ აღარ მოსწონდა ასე ერთ ადგილზე ყოფნა. მისი სული გასაფრენად და ახალი სიცოცხლის დასაწყებად იყო მზად.
მაგრამ თეოს არავინ უხმობდა ხელმეორედ შობისთვის.

ირემი ლოდისკენ წაიყვანა, ჩამოხტა მისი ზურგიდან და ნელა მიუახლოვდა თავის სარეცელს.
ლოდმა სევდიანი თვალებით ამოხედა. ქვიშისფერი თვალები ნამისგან ჩამუქებოდა.

მიხვდა თეო, რომ გამგზავრების დრო ახლოვდებოდა. მხოლოდ ასეთ დროს სევდიანდებოდა ლოდი.
- რაო, ნიიი? რად მოგიწყენია? – თეო ლოდს მიეხუტა ლოყით.
- ისევ დიდი ხნით მტოვებ... – ამოიბუბუნა ლოდმა და შეტორტმანდა.
- არა, ნიი, არავის უთქვამს ჩემთვის “წადიო”...
- ახლა გეუბნები, თეო... – გაიგონა გიორგის ხმა და სწრაფად მიბრუნდა მისკენ.
- როდის, გიორგი?
- 2-3 დღეში. მოემზადე.
- და საით მივფრინავ ამჟამად?
- ლოტისკენ, თეო...
- ეს სადღაა? ან ვინ დამხვდება იქ?
- ოოო, კარგი და დროული კითხვებია. ლოტი სრულიად განსხვავდება სხვა ყველა ცოცხალი პლანეტისგან.
- მაინც რით?
- თუნდაც იმით, ჩემო ლამაზო გოგო, რომ იქ ყველა ერთნაირია, ანუ იქ არ არსებობენ მდედრები და მამრები... ისინი ორსქესიანები არიან.
- მატყუებ? – გაეცინა თეოს.
- როდის მომიტყუებიხარ?
- მაშინ მაგიჟებ... – ერთმნიშვნელოვანი დასკვნა გამოიტანა თეომ და მხრები აიჩეჩა.
- არც გაგიჟებ... – ახლა გიორგის გაეცინა თეოს ნათქვამზე.
- გიორგი, მცენარეებშიც კი არსებობს დედალი და მამალი მცენარე, აი, თუნდაც ალვის ხე... ან... ან ევკალიპტი...
- მაგათ როგორ არჩევ?
- სულ ადვილად: დედალი ალვის ხე ყვავის, მამალი კი – არა...  დედალი ევკალიპტი “შიშვლდება”, კანს იძრობს კაბასავით, მამალი კი – არა...
- საინტერესოა!... და ის პლანეტაც საინტერესოა იმით, რომ ლოტელს, როცა თავად მოუნდება, მაშინ შეუძლია იყოს მდედრი ან მამრი...
- გიორგი, ჩემს გამგზავრებამდე ცოტა თუ არ მომიყევი ზოგადად, ისე ვერსად წავალ. ის ხომ მაინც უნდა ვიცოდე, სად მივდივარ და ვისთან?
- რა თქმა უნდა მოგიყვები. ლოტი, განვითარების მიხედვით, ბოლოდან მეორე ადგილზეა. ნებისმიერი ჭკვიანი ლოტელი დედამიწელ “მოდებილო ელემენტს” წააგავს, მაგრამ ეს მათთვის მაღალგანვითარებულ ფორმას წარმოადგენს. ლოტელებს მოკლე, 3-5 ბგერიანი სიტყვები აქვთ, ლექსიკაც არ აქვთ ძალიან მდიდარი... მაგრამ ერთმანეთს ყველაფერს აგებინებენ და ჩვენ ამაზე ნუ ვინერვიულებთ..
- ცივა ლოტზე? მივეჩვიე აქაურ სითბოს...
- ნუ გეშინია, ლოტზე სულ თბილა, იქ ზამთარი არ იცის. ზაფხული კი -საკმაოდ ცხელია. ლოტზე გაუვალი ტყეებიც არის, მოშიშვლებული ვაკეებიც და მაღალი მთებიც, მაგრამ - უთოვლო. ბევრია მდინარეები და ტბები. წყალი  ძალიან უმარილო და  უგემური აქვთ. ბუნება „ფერადია”, ანუ არის რამდენიმე ფერი, მაგრამ არც იმდენი, რამდენიც დედამიწაზე. ლოტზე მძიმე ჰაერია. იქ სუნთქვა მძიმდება, თუმცა თავად ლოტელები ამას ვერ გრძნობენ, ან მიჩვეულები არიან. შეიძლება ჰაერის სიმძიმის გამოც არის, რომ ლოტელებს “ოთხ ფეხზე” ურჩევნიათ დგომა.

- რას ამბობ, გიორგი?! ოთხ ფეხზე დადიან ადამიანები?
- თეოოოო, ადამიანები არსად არიან დედამიწის გარდა!
- უი, ბოდიში... დამავიწყდა! გისმენ...
- ლოტელები - მაიმუნის მსგავსი არსებები არიან. ზრდასრული ლოტელების მაქსიმალური სიმაღლე 1.80 მ-ია, მინიმალური კი - 1.20 მ. საშუალო სიმაღლე - 1.50-1.60 მ-ია.
- რა დაბლები ყოფილან?!
- გააჩნია, ვის ადარებ მათ. ადამიანებთან შედარებით, ალბათ, ხო, მაგრამ... საროელებს თუ შეადარებ?
- უუფ... სარო და საროელები არ გამაგონო... თუმცა, არა... ვტყუი. ძალიანაც კარგები იყვნენ. მალუ და ნაორიი, ჩემი ნი და მა... და ხაკი! მას ვერასოდეს დავივიწყებ!
- რუნოს რაღას ერჩი? შენ მას სიყვარული ასწავლე!
- მე? რაღაც გეშლება, გიორგი... მე ხომ სწორედ მისი ხელიდან დავიღუპე?!
- სწორედ მაგაშია საქმე. მან ძმაც კი გაწირა შენს გამო. და შენ რომ შუაში არ ჩამხტარიყავი, ახლა ისევ საროელი თუუალა იქნებოდი, მხოლოდ უკვე რუნოს მუდმივი მდედრის სახით.
- მოდი, ისევ ლოტზე მომიყევი... გარეგნობით ვის გვანან? რომელ მაიმუნებს?
- ჯიშს ვერ გეტყვი... იმიტომ რომ ლოტელები მხოლოდ გარეგნულად გვანან მათ.
- რა საშინელებაა! მომიყევი, როგორი თვალები აქვთ, როგორი ტუჩები, ცხვირი...
- ანუ, როგორი გარეგნობა აქვთ?!... გასაგებია. ლოტელებს ძალზე ახლოს ჩამჯდარი და ოდნავ ელამი თვალები აქვთ, ძირითადად მუქი ფერისა, თუმცა გვხვდება ღია თაფლისფერი თვალებიც.  ყურები უფრო მაღლა აქვთ, ვიდრე დედამიწელებს. მათ აქვთ მოკლე და განიერი ცხვირი დიდი ნესტოებით, დიდი პირი და სქელი ტუჩები. აქვთ მუქი ფერის, სწორი და გაფშეკილი თმები, რომელსაც მოკლედ შეჭრილს ატარებენ (ან თავისთავად არ ეზრდებათ!). მთელი სხეული თხელი ბალნით აქვთ დაფარული, დაახლოებით ისე, ზოგ მამაკაცს რომ აქვს თმა სხეულზე მოდებული.
- უი, გაბანჯგვლულები ყოფილან, - შეწუხებული სახით თქვა თეომ.
- არა, ლოტელებს უფრო ნაზი ბალანი აქვთ, ვიდრე დედამიწელ  გაბანჯგვლულ მამაკაცებს, - გულიანად გაეცინა გიორგის.
- და ოთხით დადიანო, რომ მითხარი?
- დადიან კიდეც.. ლოტელებს აქვთ ექვსი კიდური, რაც გამოარჩევს მათ სხვა პლანეტების უმაღლესი განვითარების ფორმებისაგან. ზედა ორი კიდური, რომელზეც 6-6 თითი აქვთ, ხელებს წარმოადგენს. ქვედა ორი კიდური, ასევე 6-6 თითით, - ფეხებია. წელის არეში გამოზრდილი შუა ორი კიდური ერთდროულად ასრულებს როგორც ხელების, ისე ფეხების ფუნქციას. ამ კიდურების “ტერფები” წააგავს აქაურ თათმანს, რომელსაც ერთი თითი ცალკე აქვს, ხოლო დანარჩენი თითები - შეტყუპულად. ეს “ტერფები” იმდენად მოქნილია, რომ შეუძლიათ ნებისმიერი “ხელისმიერი” სამუშაოს შესრულება. ასეთ დროს ისინი ორ ფეხზე დგანან. სირბილის დროს კი ისინი ოთხ ფეხზე ეშვებიან. მაგრამ მაინც, ამ დამატებითი ხელების დანიშნულება – მუცლის ტარებაა. მათი “საშვილოსნო” სხეულს გარეთ არის “მოწყობილი” და საკმაოდ რთული სატარებელია... ამიტომ, ფეხმძიმობის პერიოდში ლოტელს შემოხვეული აქვს ის 2 დამატებით ხელი მუცელზე და ასე უჭირავს ბავშვის დაბადებამდე!
- მოიცადე, ვერაფერი გავიგე... როგორ თუ სხეულს გარეთ აქვთ საშვილოსნო? და რამდენი ხანი უნდა ატაროს თავისი მუცელი ასე გულში ჩახუტებული? – გაფართოებული თვალებით უმზერდა თეო გიორგის.
- გენიალურ კითხვებს მისვამ, თეო... – გაეცინა გიორგის, - დედამიწისეული გაგებით – 7 თვე... და მათებურად – ერთი წელი.
- ნუ მაგიჟებ, რაა?!
- რატომ გგონია, რომ გაგიჟებ? გამრავლების ასეთი წესი არსად არის, ლოტის გარდა.
- მაინც?
- ლოტელები ერთდროულად არიან ორსქესიანები: ნებისმიერი ლოტელი ერთდროულად არის როგორც მდედრი, ისე მამრი. მას შეუძლია ორივე ფუნქციის შესრულება, მაგრამ არ შეუძლია თვითგანაყოფიერება: ანუ, შეუძლია სხვა “მამრისგან” გააჩინოს შვილი, ან სხვა “მდედრი” გაანაყოფიეროს. პირველი სქესობრივი კავშირის დამყარებამდე ყველა ლოტელი “მდედრია”, ანუ მას არ შეუძლია თავიდანვე “მამრის” ფუნქციის შესრულება. ლოტელები ყოველი სქესობრივი კავშირის შედეგად ფეხმძიმდებიან, ამიტომ კავშირს ამყარებენ მხოლოდ შვილის გაჩენის მიზნით. პარტნიორს ირჩევს “მდედრი”! არცერთ ლოტელს არ აქვს უფლება, “მდედრს” შესთავაზოს თავისი, როგორც “მამრის” კანდიდატურა, მაგრამ უფლება აქვს, უარი უთხრას მას “მამრის” ფუნქციის შესრულებაზე.
- გადავირიე! როცა მოუნდება, მაშინ არის მამრი?
- ჰო, მაგრამ... ყოველთვის ვერა! “მამრის” ფუნქციის შესრულება არ შეუძლია ფეხმძიმე “მდედრს”, რადგან მისი პირმშოს გაჩენამდე სასქესო ორგანოს ორივე (“მამრის” და “მდედრის”) ფუნქცია დაკარგული აქვს!  “მამრის” ფუნქციის შესრულება არ შეუძლია არც მეძუძურ დედას, შვილის გაჩენიდან ექვსი თვის მანძილზე.
- საწყლები... და ოჯახში არ ჩხუბობენ, გუშინ მე ვიყავი მდედრი, ბავშვებს ვუვლიდი და დღეს შენ იმდედრეო? – გადაიკისკისა თეომ.
- ტყუილად იცინი.. ოჯახი ლოტზე არ არსებობს! ნებისმიერი ლოტელი აუცილებლად არის მინიმუმ ორი (12-13 წლის) შვილის დედა და, თავადაც არ იცის, რამდენი შვილის მამა. თუ ლოტელს მოუკვდება 13 წლის ასაკამდე მიუღწეველი შვილი, იგი ვალდებულია, მისი შემცვლელი კიდევ ერთი შვილი გააჩინოს. 13 წლის ლოტელი ზრდასრულად ითვლება და შეუძლია შვილის გაჩენაზე იფიქროს. ორზე მეტი შვილის ყოლა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება “მდედრს”!... და რაც უფრო მეტ შვილს იყოლიებს, მით უფრო დაფასებული იქნება თემში.
- თემში? თუ ტომში?...
- ლოტელები თემებად ცხოვრობენ, თეონა. თითო თემში 50-100 ლოტელია. თემს წინამძღოლობს ყველაზე მეტი შვილის დედა.  თუ ორ ლოტელს ჰყავს თანაბარი რაოდენობით ბევრი შვილი, მაშინ ისინი “თანამმართველები” ხდებიან, ან უფრო ახალგაზრდა ხდება თემის წინამძღოლი.
- ბავშვებს აქვთ და-ძმობა? უი, ნუუ... ცნობენ ერთმანეთს დებად, ძმებად ან და-ძმად? თუ სულერთია მათთვის, ვინ იქნება მათი პარტნიორი?
- სულერთია, თეო... 13 წლამდე – ერთად იზრდებიან... არც შეწყვილების უფლება აქვთ ამ ასაკამდე. და მერე? მერე ვინღაა მათი პატრონი?!
- ცუდია...  რას ჭამენ? ან რას სვამენ?
- ლოტელები იკვებებიან ველურად მზარდი მცენარეებითა და ფაუნის “დაბალგანვითარებული” წარმომადგენლებით. ნანადირევს - შემწვარს მიირთმევენ. წვავენ ან ნაღვერდალზე, ან შამფურზე წამოგებულს.
- და სადილს ვერ მოიხარშავენ, თუკი ცეცხლი აქვთ?
- მოხარშული საჭმელი რა არის, მათ არ იციან. სოფლის მეურნეობას არ მისდევენ, ამიტომ მცენარეთა კულტურული ჯიშებითა და შინაური პირუტყვის ხორცით ვერ იკვებებიან. კიდევ რა გაინტერესებს?
- რა აცვიათ?
- ტანსაცმელს ლოტელები არ ატარებენ: იქ ხომ ყველა ერთნაირია!!! ლოტელები ცხოვრობენ ბამბუკის მაგვარი მცენარეებით შეკრულ ქოხებში, რომლებიც ერთმანეთის სიახლოვეს აქვთ აგებული.
- ტრანსპორტი? რითი გადაადგილდებიან?
- ტრანსპორტის მოვალეობას წევს საკუთარი 2 ან 4 ფეხი. ცურვაც ყველა ლოტელმა იცის, რაც მდინარეთა გადასალახად არის საჭირო, ხოლო შორ დისტანციაზე წასვლა - არაფერში სჭირდებათ. ამიტომ, ლოტზე ტრანსპორტი არ არსებობს.
- რითი ნადირობენ? ან იარაღი როგორი აქვთ?... რითი იბრძვიან?
- იარაღი ლოტელებს მხოლოდ  სანადიროდ სჭირდებათ. ერთმანეთს ისინი არაფერს ერჩიან. ვერც კი წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ერთმანეთის მოკვლა ან დაზიანება. რისთვის? - თორემ კი!...
- აბა იქ არავინ კვდება?
- კი, როგორ არა?! ბუნებრივი სიკვდილით... ან უბედური შემთხვევით... მაგრამ სიკვდილი ლოტელებს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ და, ამდენად, არც ეშინიათ ამის და არც დიდად განიცდიან.
- არც საროზე განუცდიათ დიდად ჩემი სიკვდილი...
- მართალი ხარ. იქ, სადაც არ არსებობს და არ ბატონობს რელიგია, არ არსებობს არც სიკვდილის შიში!!!
- რა უცნაურ რამეს მეუბნები, გიორგი?
- უცნაურს არა, უჩვეულოს, თეო!... გეშინია აქ ყოფნის?
- არანაირად...
- მაშინ რატომ ეშინიათ სიკვდილის ადამიანებს?
- არ ვიცი...
- და გგონია, რომ მათ იციან?
- დამაბნიე, გიორგი...
- არა, თეო, არ დაგაბნიე... მე მხოლოდ თვალის ახელას ვცდილობ შენთვის. მოკლედ, მოემზადე... გადახარშე შენში რაც გითხარი და... 2-3 დღეში წახვალ.
- ისევ გამაჩენენ, როგორც საროზე?
- ჰო, რა თქმა უნდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები