ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2009


მჭირხარ-თ

ღამე დღეზე უფრო მეტად შარმიანი,
არის რახანია, (იქნებ ცოტა ხანიც...)
ჩემი ხასიათი უწინ შრამიანი,
ალბათ შეამჩნევდი, გახდა ქარზე ანცი.

სიო შარი-შურით მიმოფანტავს ფოთლებს,
ისე უშფოთველად როგორც მთვარის შუქზე,
სადღაც სარკმლებს მიღმა კითხულობენ ლოცვებს,
აქ კი შიგადაშიგ წვიმა ლოკავს ქუჩებს...

უხმოდ, ჰო, მეც ასე, უხმოდ ვფურცლავ შენში,
ჩემს თავს ლექსებად და დაზამთრდება ვიდრე...
განცდებისგან სველი, უამინდოდ შევშრი,
მრუდე განწყობები შევატოვე მინებს.

ხან მარტივით, არა, უფრო ჭირვეული,
ვებუტები დღეებს, მერე შენ რომ მოხვალ,
ვამბობ, უშენობით ფიქრებმილეული,
მგონი მჭირხართმეთქი შენ და შემოდგომა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები