ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2009


step away from dream

ვარდნა...
ფილტვებში ჩარჩენილი ჰაერის ლუკმა
თავიდან აჩენს თეთრ არშიას წყლის ზედაპირზე
მერე უკვე დუნე წინსვლაა...
ვმარილდები და ვემსგავსები იხტიოქალებს...
თითებშუა ბზარები ჩნდება...
წნევა აწვება საფეთქლებს და
თავის ქალაზე,
უნებურად  ხელებს ვიფარებ...

არადა, თითქოს...

რა მაცდურია თვითმკვლელობა,
როცა ხიდთან დგახარ და ფიქრობ -
რომ იქ, ქვემოთ, თბილია წყალი,
რომ ჩაშვება არის იოლი,
მოაჯირს იქეთ, ჰაერშიც კი გჯერა ყველაფრის,
მაგრამ წყლისგან გარტყმული სილა
ძვლებთან ერთად  მითებსაც ამსხვრევს.

ბოლოს კი...

წყალში, თევზებისგან შემოჭმულ სხეულს,
თმებში გახლართულ ყვითელ-მწვანე წყალმცენარეებს,
აკირქვავებს ლაფი და შლამი...
და ემსგავსები ოცნებების სასაფლაოს
აღმნიშვნელ აბრას -
ჰეი, გამვლელო, შეიგონე, აქ დრო ჩერდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები