ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2009


შენთვის

უნდა დავძირო, რაც მძირავს,
უნდა ავმაღლდე, აღვსდგე,
სული, არათუ ბრიყვ სხეულს,
სულის საზღვრებს რომ ასცდეს...
უნდა ავუშვა სიგიჟის
და სიძლიერის აფრები,
მერე ჩარჩოდან გადმოვალ
და მასთან ყოფნით დავთვრები,
ვინც ასე დიდხანს ელოდა
ჩემს გაღვიძებას, სიცოცხლეს,
ვინც ერთი დაკვრით გამაქრობს
ისე , რომ არც შემიცოდებს...
უნდა დავძირო, რაც მძირავს,
რწმენით ავყვები აღმართებს,
აქ - გიჟჲს  ნიღბით ვიცხოვრებ,
იქ - ღმერთი გამასამართლებს
და მცირე შანსიც თუ მექნა,
ციდან ჩამოვყრი ბარათებს...
ცხადში წასულო ხელიდან
სიზმრებში შენთან გავათევ...
იმ ყდაგაცვეთილ წიგნებში,
თვალს რომ ხუჭავდნენ  სიზმრები,
ყველა ძახილის ნიშნის წინ
კითხვის ნიშანი ვიქნები...
და დაეშვება ფსკერისკენ
წერტილის ბრძნული პათოსი...
...და განაჩენის სიმკაცრე
სულ სამწერტილად ჩამომშლის....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები