ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2009


ხეების სტრიპტიზი



ხეები იწყებენ სტრიპტიზს,
ნელ-ნელა იხდიან ქარვისფერ აბრეშუმს,
მხრებს და მუხლისთავებს იშიშვლებენ,
ხეები იწყებენ ტრიალს რკინის ლამპიონების გარშემო,
თხელი ვიტრინების გასწვრივ...
მოციმციმე შუქნიშნების ფონზე,
კლასიკური მუსიკის თანხლებით.
ვივალდის შემოდგომა თბილისში...
უფრო ფიროსმანის...
ხეები იწყებენ სტრიპტიზს,
მოციმციმე შუქნიშნები ანათებენ სცენას დილამდე
და დილით
ყვითელ სპეც-ფორმებში გამოწყობილი მეეზოვეები
აგროვებენ ერთმანეთში არეულ ქარვისფერ პენუარებს,
თითქოს ცდილობენ დამალონ,
რომ მთელი ღამე ატეხილ ქართან გაატარეს ხეებმა,
ახლა კი სძინავთ.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები