ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2009


როგორც დაფნისი...

     


შენ დაგტიროდა მაშინ ბუნება,
იცრემლებოდნენ შენზე მწყემსები,
ჩაიბუტბუტეს ხოდაბუნებმა,
-გულს გვიკლავდაო მისი ლექსები...

შენ ეშვებოდი ქარაფებიდან
და ზღვას სდიოდა მლაშე ნერწყვები,
კლდეებზე შენი ჩრდილი ეკიდა,
ყორნების ფრთებით, განა მერცხლების...

მიწაზე დარჩა შენი სალმობა,
ქარები ჰგვიდნენ დღეებს სენიანს,
და როგორც თბილი მიუსაფრობა,
შორეულ მხარეს სდუმდა ქსენია...

იყო სამყარო ქვასავით მუნჯი,
და ცა და მიწა თრთოდა ვნებული,
როგორც დაფნისი, დრო იყო ურჩი,
აფროდიტეზე გამარჯვებული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს