ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2010


აქ ყველაფერი ისევ ისეა..

აქ ყველაფერი ისევ ისეა,
მთებიდან ისევ მოჰქუხს არაგვი,
აქ ყველაფერი ისევ ისეა,
მზის სხივი კვლავაც მელაპარაკა.
აქ ყველაფერი ისევ ისეა,
ცას შეეწება შავი ყორანი,
გზას კი აქვს რაღაც დიდი მისია,
გზად ხევსურული მიდის ბორანი.
აქ ყველაფერი ისევ ისეა,
კლდიდან გადმოჩქეფს ისევ ჩანჩქერი
და მთები კვლავაც ხევებს ნისლიანს
ეჩვევიან და გზებს აჩქარებენ.
აქ ყველაფერი ისევ ისეა,
ჯიხვი ჭიუხებს რქით შეელეწა,
აქ ყველაფერი ისევ ისეა,
ეს ყველაფერი შემომელექსა.
აქ ყველაფერი ისევ ისეა,
აქ საქართველოს ლურჯი მთებია,
ამ მთების ხიბლი და სიყვარული
გულში კოცონად შემომნთებია.
აქ ყველაფერი ისევ ისეა,
ამ მთების მაღლა ზეცის კარია,
რაც იყო უწინ,ისევ ისეა
და ამიტომაც მომიხარია.
აქ ყველაფერი ისევ ისეა,
აქეთ ჯვარია,იქით ხატია,
აქ საქართველოს ერთი კუნჭული
ღმერთს სიყვარულით მოუხატია.
აქ ყველაფერი ისევ ისეა,
მე მითად,
ზღაპრად,
ლექსად,
არაკად,
წმინდა წარსულზე,
დიად წარსულზე,
მზის სხივი კვლავაც მელაპარაკა.
აქ ყველაფერი ისევ ისეა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები