ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პროზა
23 ნოემბერი, 2009


სვეტას ეძღვნება.(დასაწყისი)

დრო  იყო  აბსურდურდული , აშკარად აბსურდული.    გიჟების რაოდენობა გაცილებით    კი  არ  აღემატებოდა  ჭკუით დალაგებულებისას ,  არამედ  ჭკვიანი, მხოლოდ მცნებად    შემორჩენილიყო    და რა იგულისხმებოდა ამ მცნების ქვეშ აღარავის ახსოვდა. მეც,  როგორც საზოგადოების        რიგითი , სრულუფლებიანი წევრი, სიგიჟის      ფერხულში    ჩაბმული    ვიყავი  და  პატიოსნად ვეწეოდი  ერთი    გიჟის  საკმარის  ჭაპანს. გიჟობდა დიდი , გიჟობდა პატარა, მოხუცი, ახალგაზრდა, ქალი და კაცი. გიჟობა თავის ბუნებით  დემოკრატიული  პროცესი აღმოჩნდა. არ არსებობდა ელიტარული სიგიჟეები, ელიტარული წრეებისთვის . ყველანი საერთო-სახალხო სიგიჟის მინაწილეები ვიყავით.  არსებობდა რამდენიმე მიმართულება სიგიჟისა  და სრული თავისუფლება არჩევანისა.  სურვილისამებრ თავისუფლად შეიძლებოდა,  რამდენიმე მიმართულებით გეგიჟა, შეგეძლო  ერთი სიგიჟე მიგეტოვებინა და მეორეში გადართულიყავი, არავინ გზღუდავდა    და    თან  შენ არჩევანს  ყველა  პატივს  სცემდა. მოკლედ რომ ვთვათ , გიჟების დემოკრატიის,  ზეობის ხანა იყო.     
    იყო პოლიტიკური სახის სიგიჟე ,რომელსაც  შუა პროსპექტზე ბარიკადების აღმართვა ახასიათებდა, ამ ბარიკადებზე  დიდები რობესპიერობას და ბავშვები, გავროშობანას  თამაშობდნენ.  ერთმანეთს ქვებს ესროდნენ , აგინებდნენ, პირდებოდნენ ჩამოხრჩობას , გილიოტინას , ზურგში ტყვიას,  პირში  ცეცხლს და ნავთს. მთელი  დღის გამნმავლობაში, ამ თამაშით დაღლილნი  საღამოს, განსატვირთავად ლოთობის ფერხულში ებმებოდნენ. ლოთობა, ალკოჰოლის სიყვარული , ყველა სიგიჟეს ახასიატებდა.  მაგ , სიგიჟეს რომელიც მე მქონდა არჩეული და რომელსაც , ერქვა " გავკარი როკფელერს , მე მაგაზე  ნაკლები ვარ ?" რაც გამოიხატებოდა  "დიდი  ფულის" შოვნის სურვილში.  ეს დიდი ფული კი იმ დროს , მილიონი  კოლოფი  სიგარეტის გაყიდვით, ან  მაღალი ხარისხის კობრა-გიურზა-ფუტკრის შხამის ,ან გამდიდრებულ-გაუმდიდრებელი ურანის გაყიდვით  შეიძლებოდა    გეშოვნა.  გარეთ  იმის იმედით გავდიოდი, რომ ან მილიონ პაჩკა მარლბოროს მივყიდი ვინმეს , ან ერთ ლიტრა კობრა- გიურზას მაღალი ხარისხის შხამს,ან "ნახუდოინკანეც" წითელ ვერცხლისწალს  მაინც.( ეს როგორ გამომრჩა თავდაპირველ ჩამონათვალში)  ერთი სიტყვით  ქვეყანას,  რომელშიაც ვცხოვრობდით , ერქვა გიჟეთი. იმ გიჟეთს კი არც ექიმი ყავდა და არც დედა.  დილას, ტელეფონზე რეკვით ვიწყებდი . ვურეკავდი წინა დღეს  , წინაზე  წინა და უფრო ადრე ,    გაცნობილ გიჟებს და მუდმივად ფორმაში ვიყავი. უზღავ ინფორმაციას ვფლობდი , რომელსაც უშურველად ვუცვლიდი ჩემნაირებს, რადგან ვიცოდი  ცოდნა ისეთი სანთელი იყო , რომლიდანაც ცეცხლის მოკიდება ამავე სანთლის შუქს აძლიერებდა.  ვრეკავდი, რადგან  ვინმეს  შეიძლებოდა  ზემოთ ჩამოთვლილი  სიიდან,  რომელიმე  ან საყიდლად ,ან გასაყიდათ  ჰქონოდა.  დღე    ჩვეულებრივად  იწყებოდა , თუ კლიენტს ვერ ვიპოვიდი  გიურზას შხამისას ,  სამაგიეროდ " შეკვეთას  ვღებულობდ  იშვიათმიწა ელემენტებზე".    თან სულ ისეთი    კლიენტები  იჩითებოდნენ    5 ტონას რომ აიღებდნენ  "ბეზ ბაზარა" .  საჭირო იყო სერტიფიკატი და მცირეოდენი ნივთიერება,  სინჯებისთვის.  მყიდველი, რა თქმა უნდა  აქ არ იყო მაგრამ ,  იყო იმედი, რომ "სრაზუ"  ჩამოფრინდებოდა .ეხლა რომ ვიხსენებ იმ  დროს მეცინება, მაგრამ  ნაღდია ,რომ იმ დროიდან გამოყოლილი სიგიჟეები ჯერ კიდევ ბლომად გვაქვს თავში და რამე რომ იყოს ერთი კაი  მიზეზი და ისევ გაცოცხლდებიან ალბათ  სიგიჟის ვირუსები, ეგ  უკვე ქრონიკულში გადაგვივიდა და ბოლომდე  ვერასდროს მოვრჩებით.  მართალია  დღეს  სიგიჟედ  ჟღერს, მაგრამ  სრულიად ბუნებრივად ითვლებოდა , მაგალითად გამდიდრებული ურანის შეთავაზება  ვინმესთვის და რაც მთავარია მყიდველებიც    არსებობდნენ. ურანი ყველაზე ძნელი გასაყიდი იყო,  დანარჩენები შედარებით ადვილი.
                      ......................................
        ერთი წლით ადრე,  ვინმეს რომ ეთქვა ქუჩაში ივლი და ვიღაცეებს სიგარეტებს, შხამებს და ურანებს შესთავაზებო, შეიძლება თავი გამეტეხა.
      ჩენი სამეგობროს  ყველაზე მიწიერი სასაუბრო ,  ლიტერატურა  ან ზოგადათ ხელოვნება და მასთან დაკავშირებული თემები იყო და თუ გავუტევდით,  ანგელოზთა და ქერუბიმთა  ზუსტ ადგილსამყოფელს და ნემსის წვერზე მათ რაოდენობასაც ,  პლიუს მინუს ერთის  სიზუსტით მოგახსენებდით. მაგრამ დრომ გვაიძულა ( რადგან ჩემებიც ჩაებნენ  ამ სიგიჟეში)სიგარეტისა და  დანარჩენი იდიოტობების გაყიდვით    დავკავებულიყავით. ვყიდდით    ურანს ,  რომელიც    დუბნაში , ლაბორატორიაში იდო,ყიდულობდა ვიღაც რომელიც ავსტრიასი იჯდა, ფული მოსკოვიდან მოჰქონდა ვიღაცას.  ამ უაზრობების  გამო  საქმე ხშირად საქმის გარჩევამდე და ცხვირპირის დანაყვამდეც მიდიოდა. აქდან გამომდინარე , დიდ გაუგებრობაში ვიყავი გახვეული.    იმ პერიოდში პირველად გავიგე ისეთი სიტყვები როგორიცაა ბროკერი, დილერი, პოსლეზე, საბანკო რეკვიზიტები და კიდევ ბევრი სხვა მსგავსი .  მაგ. სიფი და  ფობი, პირველად რომ შემეკითხა ვიღაცა საქონელი სიFით იქნება თუ Fობითო, მაგრა დაბნეულმა ვუპასუხე ფოთით მეთქი, რადგან ფობი- ვიფიქრე შეეშალა და ფოთის თქმა უნდა მეთქი, მაშინ  გამიმართლა( წარმოიდგინეთ როგორ შემელახებოდა "რეპუტაცია", რომ შეემჩნიათ, მაგეების გაგებაში რომ არ ვიყავი)  აა გასაგებია, დასტავკა პორტამდეო,  მაშინ ეგრე მიპასუხეს და მეც ; " ხოო, ზუსტად ეგრეა-მეთქი  დავუდასტურე, საღამოს კი სადაც კი ხელი და ზარი მიმიწვდებოდა ვარკვევდი Fობის და სიFის  მნიშვნელობებს.  არ იყო მაშინ ინტერნეტი და დალოცვილი გუგლები და მუგლები.
      ძალიანაც რომ არ გამიგრძელდეს ბიზნესის რთულ და ხიფატიან გზაზე, ჩემი  შედგომის  შემდგომი აღწერა , ვიტყვი რომ "გავარტყი" და მაშინდელი დამკვიდრებული ტერმინით თუ ვიტყვი, მთლად მარლბორო ვერა , მაგრამ " მაგნა"(იყო ეგეთი სიგარეტი) ავაგდე და "კაი" ფული გავჭერი, "კაი"  ფული  იყო ასე 6 მილიონამდე,  სახლში რომ მომიტანეს მთელი ღამე და მეორე დღე ვთვლიდით მე და ჩემი ორი მეგობარი, რადგან უმეტესობა კუპიიურებისა1,  2, 3 და 5  მანეთიანები იყო , წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მექნა ამ ფულისთვის, ერთმა მირჩია დოლარები იყიდეო, მაგრამ    მე საბჭოთა საქართველოში  გაზრდილს,მის  ღირსეულ  შვილს , დოლარის ხსენებაც კი მზარავდა და ტანში მაძაგძაგებდა, ამიტომ რაც მოვახერხე ის იყო, რომ  ერთი კვირის  განმავლობაში  დიდ კუპიურებში  გადავცვალე და  ტომრები    დავცალე.  იმ პერიოდში შევხვდი გოჩას, (ფული მქონდა და მაგრამ არ ვიცოდი ამ ფულისთვის რა უნდა მექნადა კვლავ ძველ საქმიანობას  მივდევდი  ანუ ურან ვერცხლსწყალ, შხამების გაყიდვის მცდელობები  მქონდა). გოჩას გრიბოედოვის და ჭავჭავაძის კუთხეში , კომერციული მაღაზია ჰქონდა გახსნილი,მაშინ მაღაზიებს რატომღაც ეგრე ეძახდენ.გეგონება სხვანაირი მაღაზია არსებობს.
    მაღაზია, როგორც მაშინდელი მაღაზიების და კომდაწესებულების უმრავლესობა , სარდაფში იყო მოწყობილი. პროსტა ჩავედი , მეთქი პატრონი თუ იქნება , რა იცი იქნებ ერთმანეთს რამე კარგი შევთავაზოთ მეთქი. ჩავედი  და  პირველი    ვინც  დავინახე  , დახლთან მდგარი პიჟონი , თმებზე საგულდაგულოდ მიგლესილი ბრიოლინით, გამიფუჭდა ხასიათი,  გავიფიქრე ეს თუა ამის უფროსი ამასთან ბაზარი არ ღირს, ამან დიდი- დიდი    შმოტკაზე  გაქაჩოს მეთქი, მაგრამ შევცდი.
    რაღაცნაირად უცებ დავახლოვდით, დრო იყო ეგეთი, ყველაფერში ვჩქარობDით , თითქოს ვინმე მოგვსდევდა.  მივყევით მოვყევით , მარლბოროსი ვთქვი, შხამებს და ურანს , მცირე დრო დავუთმეთ,    იშვიათმიწა ელემენტები არ მიხსენებია, რადგან სრაზუ ჩანდა,  ქიმიაში ვერ იყო მთლად ჯანზე, მოულოდნელად იქით შემომიტია და
      "პაკრიშკებზე რას იტყვიო"?
  რა უნდა მეთქვა? აზრზე არ ვარ მეთქი,
  ჰოდა ძმაო მანდ მაგარი ფული იჭრებაო.
  შენ რაიცი მეთქი?
  როგორ რა ვიცი, ახლობელმა ჩამოიტანა    ორიათასი ცალი და  ათი  ათასი დოლარი გაჭრა  ერთ თვეშიო.  დოლარის ხსენება არ მესიამოვნა, მაგრამ არ შევიმჩნიე,
  ვაა საღოლ , მაგარი საქმე ყოფილა.
  ჰოდა ფულის შანსი თუა, მაგარი კანალი მაქვს ლენინგრადში  გაჭრილი გადავფრინდეთ, ორი  კვირა დაგვჭირდება იქ ყოფნა , მაგ პონტზე ვინც ზის რუსეთში გლავნი , იმასთან    გვექნება საქმე ,  ვინმე სიაბანდთან კი არა.
    ლენინგრადი რაღაც ახალი  და ლაღი  ჩანდა , შორეული და მომღიმარი, თუმცა "პაკრიშკები" არ მხიბლავდა, ძაან არარომანტიული ჩანდა  ურანის შემდეგ, მითუმეტეს ნახმარ პაკრიშკებზე მიდიოდა ბაზარი, ეს რომ ვუთხარი დამამშვიდა;
    იქ ვისთანაც ჩავალთ ძმაო, ისეთი მასტია , მთელი ლენინგრადი პატივს სცემს და ყველა საქმეს აკეთებს , მაგის პროსტო გაცნობაში,  გინდა დამიჯერე,  გინდა არა ,  ათასი დოლარი მაქვს გადახდილიო. არგუმენტი ისეთი იყო , ჩემზე მაგარ ბიჭებსაც  უკან დაახევინებდა  და მეც დავტორმუზდი, საუბრის ბოლოს ტელეფონები გავცვალეთ,    გოჩამ , ლენინგრადში დავრეკავ და რობერტას გავაფრთხილებ რომ  ჩასვლას ვეპირებით( მაშინ გავიგე რომ რომ ვისთანაც ჩავდიოდი რობერტა ერქვა) თორე დაბრონავს ვინმე და , მოგვიწევს ლოდინიო. 
        დაბრონავს რა მატარებლის ადგილია-მეთქი.
        მაგაზე უარესიაო, შენ აზრზე არა ხარ რამდენი ადამიანი აკითხავს ყოველდღე, ჩვენნაირი თხოვნებით ეგ კიდე ისეთი კაცია,  უარს ვერავის ეუბნება, ხოდა სჯობია აქედანვე იცოდეს რომ ჩავდივართ, რა იცი რა  ხდება ძმაო , ეშმაკი ხო იცი რაფერია.
      მაგის ფერი მე თუ  არა ვიცი აბა ვინ იცის , სასულიერო აკადემიაში ვსწავლობ მეთქი.
      ვაა , მართლა ?-- გაუკვირდა. მეც არ ვიფიქრე წვერი რატომ გაქვს  მოშვებული.
      წვერი მეხუთეკლასიდან მოშვებული მაქვს მეთქი , შევატყვე  უხერხულად იგრძნო თავი, მაშინ  სასულიერო აკადემიის ხსენება  უხერხულობას ქმნიდა , ეგონათ იქ თუ სწავლობ  , ბეზ პიტი მინუტ წმინდანი ხარ რა.
    დავამშვიდე ,ერთი ორი პახაბნი ანეგდოტი მოვუყევი, ვიღაცა შევაგინე  და ვაგრძნობინე შენნაირი ვარ  და  ნუ მაიწყინე  მეთქი.  კარგა გამომივიდა, უცბად დამფრთხალი კვლავ მომიშინაურდა და დამპირდა როგორც კი დაველაპარაკები გადმოგირეკავო.
    დავშორდით ერთმანეთს, უკვე      შებინდებული იყო. ნოემბრის წვიმიანი , უფრო სწორედ ჟინჟღლიანი ამინდი იყო, 7 საათი იქნებოდა  და  ბნელოდა, აღარ ღირდა  სერიოზული  სახით , საქმეებზე სიარული  და მეც სახლისკენ გავწიე.
                    .......................................
    ადრიანად  ტელეფონისა  ზარმა  გამაღვიძა, გოჩა რეკავდა , რობერტას ველაპარაკე. გველოდება , ყველაფერს გაგიკეთებთო , სხვას ათი რომ უჯდება თქვენ მანეთი დაგიჯდებათო, უნდა გადავწყვიტოთ როდის  წავალთ , ძაან გადადებაც არ ივარგებსო.
    მაცალე მეთქი ,( გოჩა ძაან შუსტრი აღმოჩნდა) ცოტა დრო მჭირდება , უნდა გავერკვე სიტუაციააში , აქაც პატარა საქმეები მაქვს დასალაგებელი.
    რავი ძმაო , მაგ  პატარა საქმეების დალაგებაში, დიდი საქმე არ გაგვიფუჭდეს.
    თუ ძმა ხარ , არ გავკარი,  მაგ ნახმარ პაკრიშკების დიდ საქმეს? არ დავუგვიანე პასუხი.
    პაკრიშკები რა შუაში ,  მაგარი საქმეები შეიძლება გავჩითოთ, დაგვათრევინებს რობერტა კაი რამეებს, დამიჯერე.
    რობერტასიც და    მაგის დათრეულისაც, გავიქრე ჩემთვის . თქმით კი:
    ნუ გწყინს გოჩა ძმაო, უარს კი არ ვამბობ , ცოტა დრო მჭირდება  მაგის დედაც ვატირე, თორემ  ჩემი ძმებიც არიამ  მოსკოვში , თან მაგრად , "აფიციალნი" მილიონრები არიან , რამე რომ იყოს დაგვეხმარებიან , ისედაც ვაპირებდი იმათთან ჩასვლას.  ჩვენ  თუ  ლენინგრადში გავჩითავთ პონტებს,  მაგრა გაასწორებს.თუ  ,  ორი  "გლავნი"    ქალაქი    ჩვენი იქნება , ფაქტიურად რუსეთი  დაგვიპყრია.
    ამას,  რომ ვეუბნებოდი  მაგრად  შემრცხვა , თანაც    მივხვდი  ფაქტიურად იგივე შეცდომის გამეორებას(  რუსეთის მაშტაბების არ დაფასება) ვაპირებდი, რამაც თავის დროზე ნაპოლეონს და ჰიტლერს მოუღო ბოლო , მაგრამ ჩემი დასკვნები  გოჩას აღარ გავუზიარე, რადგან  პირველი ნაწილი ჩემი    ნათქვამისა, რაც ჩემ მეგობრებს ეხებოდა , ასპროცენტიანი სიმართლე იყო და დანარჩენის გამო გულის მოკვლა აღარ ღირდა.  შევთანხმდით რომ სამ -ოთხ დღეში  გავარკვევდი ზუსტ თარიღს , თუ როდის შევძლებდით გაფრენას ლენინგრადში.
      არადა თბილიშში ,გიჟეთის დედაქალაქში, აშკარად ვერ იყო ყველაფერი მწყობრში. ის პერიოდია , ქუჩებში ორად გაყოფილი ხალხი , ბარიკადების  აქეთ იქით,  დედმამას,    რომ აგინებდა  ერთმანეთს    და  ზუსტი დამიზნებით    ქვებით ,  რომ  უხეთქავდა    ერთმანეთს  თავს, უკვე  სერიოზულად    ფიქრობდა      ქვების, უფრო თანამედროვე,    ეპოქის საკადრისი  იარაღით შეცვლაზე .  სიტუაციას  ეტყობოდა , რომ ცოტახანში გარკვეული გიჟობები პრიორიტეტული გახდებოდა,  ამიტომ  ან გიჟობის მიმართულება უნდა შემეცვალე და უშუალო მონაწილე  გავმხვდარიყავი  პოლიტიკურ-სამხედრო  სიგიჟისა, ან უნდა დამეხვია  აქედან. თანაც გეოგრაფიულად საცხოვრებელიც ისე მქონდა, გინდა არ გინდა მოვლენების ეპიცენტრში უნდა ვყოფილიყავი, რადგან სახლი სადაც ვცხოვრობდი ,  რუსთაველზე აღმართულ  პირველ ბარიკადიდან  30 მეტრში მდებარეობდა და ბარიკადებზე  ნასროლი ქვები ხშირად ჩვენი სახლის ფანჯრებში ცვიოდა . ერთი მიზეზიც ესეც  იყო, რომ გამგზავრებაზე სერიოზულად დავიწყე ფიქრი.თანაც,  პაკრიშკების ბიზნესზე არა, მაგრამ,ზოგადათ  სერიოზულად დავფიქრდი  ჩრდილოეთ  "სტალიცაში" საქმის  გაგრძელებაზე.  მეუღლე მეორე ბავშვზე ფეხმძიმედ იყო,  ოჯახიც  ალბათ  ერთ-ერთი მთავარი  მიზეზი    იყო,  სასულიერო    აკადემიის    სტუდენტის        "ბიზნესმენად"  ტრანსფორმაციისა.  50 მანეთი, სტიპენდია, რომელიც მეძლეოდა აკადემიაში,  სამწუხაროდ    ვეღარ გვკვებავდა მე და ჩემს ოჯახს. ამიტომ იძულებული გავხდი საშოვარზე ქუჩაში გამოვსულიყავი, ქუჩიდან კი რუსეთისკენ ამეღო გეზი.
ბილეთები  18 ნოებრისთვის  დავჯავშნეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები