ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2009


ღამის მუსიკა

ღამის მუსიკა და მთვარის ნანა
ვარსკვლავთა ცრემლით გადაინამა
და დადგა ღამე უკუნი,ბნელი,
კვლავაც მოისმის მუსიკა ნელი,
შენ მელანდები,ძგერდება გული,
არ მეკარება მე თვალზე რული.
ჩავცქერი სიღრმეს:_შენს თვალთა ელვას
და ვისმენ ფიქრთა ზვირთების ღელვას
და გარეგნულად თითქოს ვარ მშვიდი
და მთელი ღამე ვწერდი და ვშლიდი...
ვუსმენდი მღვრიე წყალთა დინებას,
ახალი გრძნობის აღმოჩინებას
და გარეთ წვიმდა...და სულში წვიმდა...
შენ_საოცნებო წმინდათა-წმინდა...
თითქოს ვიტვირთე მე ყველას ცოდვა,
კვლავაც ვუსმენდი მთვარის ტკბილ ბოდვას,
ვხედავდი შენსკენ ვარსკვლავთ ჭენებას
და სიყვარულის აღმოცენებას,
სახეში მცემდა წვიმა და ქარი,
მიმაქროლებდა მე ლექსი ჩქარი
და მივყვებოდი ჟამთა დინებას,
შენში გრძნობების აღმოჩინებას.
ხარ ჩემი ფიქრი,ბრწყინვალე მუზა,
ოცნების გემმა ჩაუშვა ღუზა
და მე ლექსს გიძღვნი,როგორც მგოსანი,
წყდება დღეების კრიალოსანი,
იფანტებიან დღეები ჩქარი,
და გარს გეხვევა წვიმა და ქარი.
მე კაცი ვიყავ და გავხდი ღმერთი,
არსებობ ჩემთვის მხოლოდ შენ ერთი
ასე ლამაზი,ამგვარად წმინდა,
დედამიწიდან მე წასვლა მინდა..
და გარინდულა მთელი ქვეყანა,
კვლავ საოცარი ჩამესმის ნანა.
                            დმ.2003წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები