აჩქარებულნი მივდივართ გზაზე, მიგვაქვს წუხილი და ირონია, ფიქრი ღრნის ქალას ჩვენს საწუთროზე, ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
მივდივართ,მიგვაქვს მხრით ცის სიმძიმე, სულში ტრიალებს ცოდვის მორია!... გვიჭირს?-ღმერთს მაშინ მივმართავთ მხოლოდ... ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
ვინ სულს ყიდის და ვინ სულს ყიდულობს, თვალებში უდგას ეიფორია, იყო ბერმუხა,იქცა ფუტუროდ, ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
ო! რა ხარბნი ვართ,გაუმაძღარნი, სხვას მცირე,ჩვენ კი მილიონია, თვალი არ ძღება,თვალს მიწა აძღობს, ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
მიუწვდომელი,შეუცნობელი, ვოცნებობთ,ფეხით გაგვარონია, ღრუბლებზე მჯდარი იცინის ღმერთი:_ ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
დავანაწევრეთ ჩვენი სამშობლო, ვიყავით ხალხნი,გავხდით მძორია, ენის გარეშე,რწმენის გარეშე, ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
ჩვენ მარგალიტებს ასე რომ ვფანტავთ სხვა უცხო ხალხებს მარათონი აქვთ, ვინ ბევრს აკრეფავს ეს აქვთ მისია, ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
ცხოვრება არის ისეთი სცენა, აქ ყველა დრამა მონაგონია, ჩვენ ყველას რაღაც როლი გვერგუნა, ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
დავინაწილეთ ხალხმა როლები, ვინ გლეხია და ვინ ბატონია, გაგეცინება,აგეტირება ცის კარიბჭემდე ისე შორია...
არის სიკეთე,არის ცდუნება, ხან სიმართლეა,ხანაც ჭორია, ჩურჩულებს სიო,ღრიალებს ქარი, ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
ზოგი ცოცხალი ვითარცა მკვდარი, ზოგი ჯერ ისევ ემბრიონია, გაუღეთ გულში სიყვარულს კარი ცის კარიბჭემდე რადგან შორია...
რას შევადარო ჩვენი სულები? ცოტა ჩანჩქერი,ბევრი ტბორია, სწორედ ამიტომ,სწორედ ამიტომ, ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
ადის,ჩამოდის მოძრავი კიბე, კიბეზე დიდი მარათონია, ვერაფერს ვიტყვი,რადგან მიტაცებს:_ რაც რთულია და სადაც შორია.
გავლევთ საწუთროს,სიცოცხლის ბოლოს სიკვდილის ხვევნა და ამბორია, მერე მივხვდებით და აღმოვაჩენთ ცის კარიბჭემდე როგორ შორია. დმ.26.04.2004წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. რას შევადარო ჩვენი სულები? ცოტა ჩანჩქერი,ბევრი ტბორია
ცოტაც ჭაობი! რას შევადარო ჩვენი სულები? ცოტა ჩანჩქერი,ბევრი ტბორია
ცოტაც ჭაობი!
18. დავანაწევრეთ ჩვენი სამშობლო, ვიყავით ხალხნი,გავხდით მძორია, ენის გარეშე,რწმენის გარეშე, ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
ჩვენ მარგალიტებს ასე რომ ვფანტავთ სხვა უცხო ხალხებს მარათონი აქვთ, ვინ ბევრს აკრეფავს ეს აქვთ მისია, ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
დავანაწევრეთ ჩვენი სამშობლო, ვიყავით ხალხნი,გავხდით მძორია, ენის გარეშე,რწმენის გარეშე, ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
ჩვენ მარგალიტებს ასე რომ ვფანტავთ სხვა უცხო ხალხებს მარათონი აქვთ, ვინ ბევრს აკრეფავს ეს აქვთ მისია, ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
17. მართლაც რომ++++++++++++++++++++ მართლაც რომ++++++++++++++++++++
16. რას შევადარო ჩვენი სულები? ცოტა ჩანჩქერი,ბევრი ტბორია, სწორედ ამიტომ,სწორედ ამიტომ, ცის კარიბჭემდე ძალზე შორია... რას შევადარო ჩვენი სულები? ცოტა ჩანჩქერი,ბევრი ტბორია, სწორედ ამიტომ,სწორედ ამიტომ, ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
14. გავლევთ საწუთროს,სიცოცხლის ბოლოს სიკვდილის ხვევნა და ამბორია, მერე მივხვდებით და აღმოვაჩენთ ცის კარიბჭემდე როგორ შორია.
პიკასოს ვეთანხმები:)));) გავლევთ საწუთროს,სიცოცხლის ბოლოს სიკვდილის ხვევნა და ამბორია, მერე მივხვდებით და აღმოვაჩენთ ცის კარიბჭემდე როგორ შორია.
პიკასოს ვეთანხმები:)));)
13. გავლევთ საწუთროს,სიცოცხლის ბოლოს სიკვდილის ხვევნა და ამბორია, მერე მივხვდებით და აღმოვაჩენთ ცის კარიბჭემდე როგორ შორია.
ეს მართალია გავლევთ საწუთროს,სიცოცხლის ბოლოს სიკვდილის ხვევნა და ამბორია, მერე მივხვდებით და აღმოვაჩენთ ცის კარიბჭემდე როგორ შორია.
ეს მართალია
12. გავლევთ საწუთროს,სიცოცხლის ბოლოს სიკვდილის ხვევნა და ამბორია, მერე მივხვდებით და აღმოვაჩენთ ცის კარიბჭემდე როგორ შორია. გავლევთ საწუთროს,სიცოცხლის ბოლოს სიკვდილის ხვევნა და ამბორია, მერე მივხვდებით და აღმოვაჩენთ ცის კარიბჭემდე როგორ შორია.
11. მართლაცდა შორია მართლაცდა შორია
9. მომეწონა :)
მომეწონა :)
8. მაგაზე არ მიფიქრია და ერთს აუცილებლად დავამატებ:):) მაგაზე არ მიფიქრია და ერთს აუცილებლად დავამატებ:):)
7. მომეწონა ლექსი და ეს სამი 7 იანი მანქანის ნომერია ? :)) არამითიური? მომეწონა ლექსი და ეს სამი 7 იანი მანქანის ნომერია ? :)) არამითიური?
5. ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
ჰო...
რიტმული ლექსია, აზრიანი, წრფელი.
"ო! რა ხარბნი ვართ,გაუმაძღარნი" - მსგავსი პათოსი კი, აღარ უხდება პოეზიას, ჩემი აზრით. ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
ჰო...
რიტმული ლექსია, აზრიანი, წრფელი.
"ო! რა ხარბნი ვართ,გაუმაძღარნი" - მსგავსი პათოსი კი, აღარ უხდება პოეზიას, ჩემი აზრით.
4. არა, მართლა ალალი ლექსია, თან კარგად იკითხება... +2 არა, მართლა ალალი ლექსია, თან კარგად იკითხება... +2
3. ალალი ლექსია! +2!!! ალალი ლექსია! +2!!!
2. დავანაწევრეთ ჩვენი სამშობლო, ვიყავით ხალხნი,გავხდით მძორია, ენის გარეშე,რწმენის გარეშე, ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
რას შევადარო ჩვენი სულები? ცოტა ჩანჩქერი, ბევრი ტბორია, სწორედ ამიტომ, სწორედ ამიტომ, ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
ყოჩაღ! 5 დავანაწევრეთ ჩვენი სამშობლო, ვიყავით ხალხნი,გავხდით მძორია, ენის გარეშე,რწმენის გარეშე, ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
რას შევადარო ჩვენი სულები? ცოტა ჩანჩქერი, ბევრი ტბორია, სწორედ ამიტომ, სწორედ ამიტომ, ცის კარიბჭემდე ძალზე შორია...
ყოჩაღ! 5
1. აი ალალი 4 შენ. ნუ ცოტა ბანალურია,მარა...კარგია:) აი ალალი 4 შენ. ნუ ცოტა ბანალურია,მარა...კარგია:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|