ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2009


ფარვანა

ვიწრო იყო ჭუპრი, ნოტიო,
მოკეცილი მატკინა ფრთები...
და მაინც, ღირდა
ჩამესუნთქა სუფთა ჰაერი,
თუნდაც ორი დღით
ცხადში მეფრინა...
(აქამდე მხოლოდ ლურჯ სიზმრებში თუ დავფრინავდი)
მახსოვს სამოთხეს წააგავდა
ქვეყანა იგი,
უღვიოდა მწვანედ მთა-ველი...
იქ ორ უცნაურ ფარვანასაც გადავეყარე,
ფრანცისკო ერქვა ერთს,
მეორეს- გველისმჭამელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები