ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2009


აღარ მეფიქრები

თვალები დამეხრჩო მე შენი ყურებით
წყვდიადმა მოწველა მთვარის განათება
მე შენზე ავხორცი ფიქრები დამწამეს
ოცნების მოგონილმა ბოროტმა მანქანებმა.

და ახლა კვამლმოდებულ ღრუბლებს ვუთვალთვალებ,
გეძებ, იარები იქნებ შენც მათ შორის
ჯერ არშეუღლებულ ქმარს გამყარეს,
უკვე დაკარგული შენი ცოლი.

მტვერიან ჩემს შარაგზას გავუყევი
ამჯერად თვითონ გაქრა მთვარე წყვდიადებში,
ნუ მეძებ, მე უკვე დაგეკარგე
საბირკეს კლდის პირას, ლიანებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები