ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პროზა
9 დეკემბერი, 2009


მოსე (რომანი-გაგრძელება-VIII თავი)

                                      თავი მერვე

ოქროს ხბო.... თუ უფალი და მისი ათი მცნება....... 
სახით არ იხილო უფალი.....
დამსხვრეულია ორივე ფიქალი.....
არა!... ვერ ვიჯერებ.... ხბოს, თუნდაც ოქროსას, თაყვანს როგორ სცემდნენ?!....
და ეს მას შემდეგ, რაც .....
არა, სულგრძელია მაინც უფალი.....

და რა, რწმენა მერე კი გვეყო  ?...ეეეჰ...
რამდენჯერ გამოვცადეთ ჩვენი ურჯულობით.... ურჩობით.... შეუნანებლობით....

.... ათასი ვარდისფერი ბურთულა ერთ უწყვეტ რიგად მიჰქროდა სადღაც....
და ეს უცნაური მირაჟი უკან აბრუნებდა....იმ შორეულ საკუთარ თავთან, როცა ყველაფერი ჯერ კიდევ იწყებოდა.....იღვიძებდა.... კერპებს ეშვებოდა და ვერც ეშვებოდა....
წითელი ლოზუნგების ქვეყანა.... პირჯვარსაც რომ ვერ იწერდი, ის თუ გახსოვს?.....
ახლა რომ  ქადაგებ და.....
... კერპები.... ოხ, ყველაზე მეტად ეს აღიზიანებდა... კერპთა მუდვი ძიება...და მერე?...მერე იმედგაცრუება......გაუსაძლისი ყოფა უღმრთოდა.... ან ნელთბილობა, და მარად ღვიძილის წილ, თვალწატყუება..... თავმოტყუება--- ღმერთს პირს  ვუქონებ, ტაძარს ხომ ვავსებთ, ცოდვას კი, როცა შევინანებ, ხომ შემენდობა?...და ვცოდავთ, ვცოდავთ.....
.....  კერპთათვის ომი? რა?... დაგავიწყდა?.... და სამარცხვინო მუხლის მოდრეკა....

ნურცა ეთაყვანო კერპთა...ნურცა მსახურებდე სხვათა....

ორმოცი წელიო, უთხრა მოსეს უფალმა...
ორმოცი წელი დაგჭირდებათო, ასე მიბრძანა...თქვენ ვერაო , ვეღარ გაგწმენდთ....
და ვერც შენ და ვერც ეს ბოროტი მოდგმა, ეგვიპტეში მონად ნაშობი, ვერ დაადგამს ფეხს აღთქმულ მიწას....
მხოლოდ ისინი, ვინც დღეს არ იცის, რა არის ცოდვა...ბოროტსა და კეთილს ვერ არჩევს...
მხოლოდ, ისინი, ვინც გზად გაჩდნენ ...და  ეგვიპტური მონის პურით არ მოწამლულან....
მხოლოდ ისინი.....
..... ნურცა ეთაყვანო კერპთა...ნურცა მსახურებდე სხვათა....

წერას  ვერ ელევა. წერა უყვარდა და მაგიდის უჯრაში ოფლიანი ხელების ფათური, მაშინ როცა მუზას ემდუროდა...ნაწოლს და მძინარას.....
წვერს დიდი ხანია აღარ იპარსავდა...და წვიმის ხმა კი არა..ახლა ფიფქთა ჩუმი ხმაური ედებოდა გულზე სალბუნად.... ვარდისფერი ბურთულა კი...არა..კარგი გასართობი კი გიპოვია....
ვინ  წაიკითხავს ამას, ვინ.....? თავისუფლება.... მოსეზე წერ და თავისუფლებაზე ფიქრობ, ძმაო....
რა, გგონია, რომ დაწერ, ეგაა და...გაიგებ რაიმეს?.....

თავისუფლება.... ნეტავ, სად და როდის გადავივლით ამ ზღვარს....
დემოკრატია--- ხალხის მმართველობა--- ასე წერია ყველა ლექსიკონში...
დემოკრატია, ჭეშმარიტი თავისუფლების მამა...... მამა?...

...ნურცა ეთაყვანო კერპთა...ნურცა მსახურებდე სხვათა.....

ჩამოი, ნენა, მნახე, სანამ მოვკვდები, თვარა...გადამელია სული შენს ლოდინში..... ასე ჩივა ტელევიზორი, ნენა, რომ ყოლიფერი კარგადაა, გზაი შენდება.... შუქი გვაქვენ...ნენა...მალე გაზსაც გაგვიყვანენ....აი, პენსიაც იმატებს, ნენა...სამუშაოც იქნებაო... ნენა, ასე ჩივიან.... აი, ამერიკელი პრეზიდენტიც ხომ ვაცეკვეთ,  ნენა, ჩვენს დაკრულზე?......და შენ რაღა გინდა მაგ დასაწვავში?.....

....ნურცა ეთაყვანო კერპთა.... ნურცა მსახურებდე სხვათა....
                                                                                                            8 დეკემბერი. 2009 წელი.

                                      (გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები