ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2009


****************

ქარვისფერ დღეებს ითვლიდა მზერა
და მტევნებს შლიდა ქარი ზილფებად,
მზე, ცის ტატნობზე შემდგარი ცერად,
გაიყოლიეს უცხო ნიმფებმა.
ჟღალი სიჩუმე იხსნიდა რიდეს,
და გაძარცვული თრდოდა თემშარა,
სახლის კუთხეში მოფანტულ ნივთებს
ჟამიერების ჩრდილი ეფარა...
ოჩოფეხება პატარა ოდა
მალავდა ნაოჭასხმულ ზარნიშებს,
საკვამურებში სიცივე თრთოდა,
და იხსენებდა კვამლს, საჰაშიშეს...
მეც ვიხსენებდი ოცნების თოვას,
ღამე კი ცივად მმზერდა, უვნები,
ვით დამსხვრეული დამანი, ხსოვნას
ეყარა შენი ნაფეხურები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები