ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 დეკემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

შენ

 
    რა უცნაურია ეს ცხოვრება...
    და იყოს ნათელი...თქვა ღმერთმა ჩემთვის მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად ბნელოდა და... გამოჩნდი შენ...ასეთი საოცარი...დიდი...თეთრი...თბილი...ტკბილი და უსაშველოდ კეთილი... ისეთი აურა გაქვს, მაგნიტური ველივით...ცისფერი და მიმზიდველი...წყაროს წყალივით სუფთა და ანკარა...მაწყნარებს...მკვებავს და სასიცოცხლო ძალებს მმატებს...
    შენ...უცნაურად ჩემო...უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს ხალისი...და დღეებიც უჟმურ ფერს იძენენ...შენ, ხატულა მზე ცის კაბადონზე...შენ, უთვალავი კაშკაშა ვარსკვლავი ღვთიურ გუმბათზე...შენ...შენ...შეენ...დაუსრულებლად შემიძლია გადარო ყოველივეს, რაც სულს მინათებს და მიმსუბუქებს...
    რამდენი იარა შემიხორცე...არც კი იცი...აბა როგორ არ ვიყო მადლობელი?..ჩემი სულის მალამოოო...ეს უბრალო ლიტონი სიტყვები არაა...ეს სიცოცხლეა...ჩემი ცხოვრება...იციი? რომ დაგჭირდეს გულს ამოვიღებ და დაგიდებ ფეხებთან...როგორც ზვარაკს დიდი კერპების...
    იციი? ოღონდ მომიხმე... მე დედად მოვალ...გინდაა? დაად...ცოლად...საყვარლად...მეგობრად...ნებისმიერად მოვალ...გავჩნდები....ოღონდ მომიხმე...
    ცისარტყელა ხარ...ჩემს ნამტირალევ და დანაწვიმ სულს რომ დააადექი ნათელ გვირგვინად...ფერებით ამავსე...ჩემი შავ-თეთრი პალიტრა  ჭრელით გაამდიდრე...მიყვარხააარ!!! ყველანაირიიიი...მხიარული...მოწყენილი...გაბრაზებული...მთვრალი...ფხიზელი...სულერთიააა....ოღონდაც გგრძნობდე და ღმერთს მადლობას ვწირავდე შენი არსებობისათვის...
    უბედნიერესი მინდა იყო!!! არასდროს მოკლებოდეს შენს თვალებს ის სხივი, რომელიც უზომოდ მიყვარს...მოგეფერეეე...შეგეხეეე...გაკოცეეე...გულის გულშიიიი...ისეა ეხლა სავსე გულის ფიალააა...შემსვიიი...წვეთი არ მინდა დაიკარგოს ამ სიყვარულის...
    შენ, უცნაურად ჩემო...ეხლა მციოდა და შენთან საუბარმა გამათბო  გჯერაა?  აი, ზუსტად ვიცი რომ ყოველ სიტყვას ზუსტად ისე იგებ როგორც გეუბნები...სხვა ვერ გამიგებს...მჭირდები...უშენოდ ვერ ვარ...მიყვარხარ ტკივილამდე...


P.$. არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში მფარველ ანგელოზებად გვევლინებიან სულის სალბუნად და მკურნალად... მთავარია იგრძნო და იცნო...მოუფრთხილდე... მე დავინახე...მადლობა უფალს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები